რუსეთის საავადმყოფოებში ხანძრების რაოდენობა იზრდება: ამჯერად სანქტ-პეტერბურგი - ვიდეო

© photo: Sputnik / Sergei Pivovarov / გადასვლა მედიაბანკშიხანძრის ქრობა
ხანძრის ქრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე, 10 მაისს ხანძარი იყო მოსკოვის №50 საავადმყოფოში, რა დროსაც ერთი პაციენტი დაიღუპა, ხოლო 11 მაისს ცეცხლი გაჩნდა პოდმოსკოვიეს კრასნოგორსკის ჰოსპისში, რასაც 11 პაციენტი ემსხვერპლა.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგის წმიდა გიორგის სახელობის საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, ხანძარი გაჩნდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრისას ხუთი ადამიანი დაიღუპა, დანარჩენი 150 პაციენტის ევაკუირება მოხერხდა.

წინასწარი მონაცემებით, ცეცხლი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატის გაუმართაობის გამო გაჩნდა.

სანქტ-პეტერბურგის საგამოძიებო კომიტეტმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე მომხდარ ფაქტზე.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 10 მაისს ხანძარი იყო მოსკოვის №50 საავადმყოფოში, რა დროსაც ერთი პაციენტი დაიღუპა, ხოლო 11 მაისს ცეცხლი გაჩნდა პოდმოსკოვიეს კრასნოგორსკის ჰოსპისში, რასაც 11 პაციენტი ემსხვერპლა.  

 

ყველა ახალი ამბავი
0