21:41 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
ქართული დიასპორა (23)
78 0 0

ახალი დეპარტამენტის მიზანია, გააერთიანოს რუსეთში მცხოვრები ქართველები და საქართველოდან ჩამოსული სხვა ხალხი.

თბილისი, 11 მაისი - Sputnik. რუსულ-ქართული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდი იწყებს დიასპორების საკითხების დეპარტამენტის მუშაობას, ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ ფონდის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ განუცხადა.

ახალი დეპარტამენტის მიზანია, გააერთიანოს რუსეთში მცხოვრები ქართველები და საქართველოდან ჩამოსული სხვა ხალხი. გარდა ამისა, დეპარტამენტი დაეხმარება რუსულ დიასპორულ ორგანიზაციებს საქართველოში.

დიასპორების საკითხების დეპარტამენტის პრესმდივანი გახდება ანდრო ივანოვი, რომელიც მანამდე რუსეთში ფედერალურ ქართულ ეროვნულ-კულტურულ ავტონომიაში მუშაობდა.

რუსულ-ქართული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდი 2015 წლის 1 ივნისიდან მოქმედებს. მასთან სამი დეპარტამენტი ფუნქციონირებს: რუსეთისა და საქართველოს სოციალურ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და ახლი - დიასპორების საკითხების დეპარტამენტი.

თემები:
ქართული დიასპორა (23)

მთავარი თემები