გამარჯვების 75-ე წლისთავი: პუტინმა ქართველ ვეტერანებს მისალოცი წერილი გაუგზავნა

© photo: Sputnik / Алексей Дружинин / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვლადიმირ პუტინი გამოთქვამს იმედს, რომ „მამა-პაპათაგან დატოვებული მეგობრობის კეთილ ტრადიციებზე დაყრდნობით“ საქართველო და რუსეთი შეძლებენ ურთიერთობების კონსტრუქციულად წარმართვას.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ქართველ ვეტერანებს გამარჯვების 75-ე წლისთავი მიულოცა. 

რუსეთის პრეზიდენტი „დიდი სამამულო ომის“ ვეტერანებსა და ქართველ ხალხს „გულითადად ულოცავს“  დღესასწაულს და პატივს მიაგებს მათ სიმამაცესა და თავგანწირვას.

„ძვირფასო ვეტერანებო! საქართველოს მოქალაქეებო! გულითადად გილოცავთ დიდ სამამულო ომში  გამარჯვების 75-ე წლისთავს. აღვნიშნავთ რა ამ წმინდა თარიღს,  ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას, ვინც სიმამაცითა და ვაჟკაცობით ფრონტზე, სიმტკიცითა და თავგანწირული შრომით ზურგში, ნაცისტი დამპყრობლების დამარცხება, მომავალი თაობებისთვის მშვიდობისა და თავისუფლების მოპოვება გახადა შესაძლებელი“, — ნათქვამია პუტინის მილოცვაში. 

რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სწორედ ამ ადამიანების ხსოვნის გამო არ უნდა დაიშვას „დიდი სამამაულო ომის“ შედეგების გადახედვა და ისტორიის გადაწერა. 

ვლადიმირ პუტინი გამოთქვამს იმედს, რომ „მამა-პაპათაგან დატოვებული მეგობრობის კეთილ ტრადიციებზე დაყრდნობით“ საქართველო და რუსეთი შეძლებენ ურთიერთობების კონსტრუქციულად წარმართვას. 

„გულწრფელად ვუსურვებ საქართველოში მცხოვრებ დიდი სამამაულო ომის მონაწილეებსა და ზურგის მშრომელებს მტკიცე ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და დღეგრძელობას, ხოლო მთელ ქართველ ხალხს — მშვიდობას, კეთილდღეობასა და წინსვლას“, — ნათქვამია მილოცვაში.      

ყველა ახალი ამბავი
0