09:40 30 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (870)
58 0 0

ევროპარლამენტის წევრებმა განაცხადეს, რომ რუსეთი COVID-19-ის შესახებ დეზინფორმაციულ კამპანიას ატარებს, მაშინ როცა მთელი მსოფლიო ვირუსს ებრძვის

თბილისი, 30 მარტი - Sputnik. კორონავირუსთან ბრძოლაში აღმოჩენილი დახმარებისთვის რუსეთისთვის მადლობის გადახდის ნაცვლად, ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი რუსეთს პანდემიის ფონზე „დეზინფორმაციის გავრცელებაში“ ადანაშაულებს, განაცხადა სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ.

ევროპარლამენტის ფრაქციის - „მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი“ - სამმა წევრმა ამას წინათ ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდა, გამოეკვლია სავარაუდო სადეზინფორმაციო კამპანია COVID-19-ის შესახებ, რომელსაც თითქოსდა რუსეთი ატარებს. ამის თაობაზე საუბარია პარლამენტარების წერილში, რომელიც РИА Новости ხელთ აღმოჩნდა.

„კარანტინი ევროპარლამენტში, სამწუხაროდ, ვერ ამარცხებს უკურნებელ სენს - რუსოფობიას. რუსეთი და ჩინეთი ეხმარებიან იტალიას, რომელიც ევროპაში კორონავირუსთან ბრძოლის ეპიცენტრად იქცა, თანაც ეხმარებიან სულ ცოტა ხნის წინათ მოკავშირეებისა და მეზობლების ფაქტობრივი უმოქმედობის პირობებში“, - მოჰყავს სლუცკის სიტყვები РИА Новости.

ამასთან, მისი თქმით, მადლობის ნაცვლად ბრიუსელში აირჩიეს დეზინფორმაციასა და პროპაგანდაში ბინძური ბრალდებების დონეზე დაცემა. პანდემია - ყველაფერთან ერთად ადამიანურობის შემოწმებაცაა, აღნიშნა სლუცკიმ.

ტექსტის ავტორებს, ევროპარლამენტის წევრებს გერმანიიდან - სერგეი ლაგოდინსკის, ალექსანდრა გეესეს და ვიოლ ფონ კრამონ-ტაუბადელს - წერილში „დეზინფორმაციის“ არცერთი კონკრეტული შემთხვევა არ მოჰყავთ. პარლამენტარები ციტირებენ ევროკავშირის ქვედანაყოფის East StratCom Task Force-ის „ამასწინანდელ დასკვნებს“ და აღნიშნავენ, რომ ეს დასკვნები მათ თვალსაზრისზე მიუთითებს.

ამას წინათ ბრიტანული მასმედია, მათ შორის, Guardian და Telegraph, საუბრობდა ევროკავშირის მოხსენებაზე, რომლის ავტორებიც ამტკიცებდნენ, რომ რუსულმა მასმედიამ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის ქვეყნებში დეზინფორმაციის გავრცელებაში კორონავირუსთან მათ ბრძოლასთან დაკავშირებით. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ამ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსოფობიული განწყობა დასავლეთში პანდემიის პირობებშიც გრძელდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირების დაახლოებით 740 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული, თითქმის 35 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (870)

მთავარი თემები