ჩაშლილი ტერაქტი: დააკავეს მოზარდები, რომლებიც 40 თანასკოლელის მოკვლას გეგმავდნენ

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიუსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები
უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოზარდები სკოლაზე თავდასხმას მაისში გეგმავდნენ სანადირო თოფითა და აალებადი ნაერთებით, რომლის დამზადების ინსტრუქცია ინტერნეტში იპოვეს.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა სარატოვში აღკვეთეს ტერაქტი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები, 14-15 წლის ორი მოზარდი გეგმავდა.

ინტერნეტით ვრცელდება ვიდეო, რომელზეც დაკავებულების დაკითხვაა აღბეჭდილი. 

უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, მოზარდები იმ ინტერნეტ-ჯგუფების წევრები იყვნენ, რომლებიც მასობრივი მკვლელობებისა და თვითმკვლელობების პროპაგანდას ეწევიან.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები მიტოვებულ თავშესაფარში დააკავეს, სადაც მათ სამალავი ჰქონდათ მოწყობილი და გადაჭრილ სანადირო თოფს ინახავდნენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბიჭები მაისში გეგმავდნენ სკოლაზე თავდასხმას თოფითა და თვითნაკეთი აალებადი ნაერთებით, რომლის „რეცეპტიც“ ინტერნეტში იპოვეს. ისინი, შურისძიების მიზნით, 40 თანასკოლელის მოკვლას აპირებდნენ.

ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ყველა ახალი ამბავი
0