„იაპონჩიკის“ მკვლელობა: მოსკოვში მურთაზ შედანია დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდასხმის დღეს შედანია უთვალთვალებდა მკვლელობის ადგილის მიმდებარე ტერიტორიებს და დაჯგუფების წევრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კრიმინალური ავტორიტეტის ვიაჩესლავ ივანკოვის („იაპონჩიკი“) მკვლელობის საქმეზე ბრალი მურთაზ შედანიას წაუყენა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

ტარიელ ონიანი - Sputnik საქართველო
რუსეთმა „კანონიერი ქურდი" ტარიელ ონიანი ესპანეთს გადასცა

გამოძიების ვერსიით, 2009 წელს შედანიამ, რომელიც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი იყო, თანამზრახველებთან ერთად მოკლა იმ დროს დანაშაულებრივ იერარქიაში უმაღლეს საფეხურზე მდგომი ივანკოვი, რომელიც თავს „კანონიერ ქურდს“ უწოდებდა.

„ბრალდებული წინასწარ გეგმავდა დანაშაულს. კერძოდ, შედანია ფარულად უთვალთვალებდა ივანკოვს მისი ცხოვრების წესის შესწავლისა და მკვლელობის ადგილის შერჩევის მიზნით. გარდა ამისა, მან უზრუნველყო იარაღის ტრანსპორტირება მოსკოვში, რომლიდანაც შემდეგ ესროლეს მსხვერპლს“, — აცხადებს საგამოძიებო კომიტეტი. 

უწყების ინფორმაციით, თავდასხმის დღეს ბრალდებული უთვალთვალებდა მკვლელობის ადგილის მიმდებარე ტერიტორიებს და დაჯგუფების წევრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. 

შედანიას ბრალი „მკვლელობისა“ და „იარაღის უკანონო ტარების“ მუხლებით აქვს წაყენებული.

2009 წლის ზაფხულში მოსკოვში, ხოროშევსკის გზატკეცილზე მდებარე რესტორნიდან გამომავალი ვიაჩესლავ ივანკოვი მძიმედ დაჭრა სნაიპერმა. „იაპონჩიკი“ რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა.

 

ყველა ახალი ამბავი
0