05:50 20 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0701
  • 100 RUB4.4678
  • USD2.8422
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
143 0 0

რუს სპეციალისტებს მოუწევთ გაარკვიონ, რა გახდა ჩინეთის მოქალაქეების ავადმყოფობის მიზეზი. შვიდივე პაციენტი მოსკოვის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. მოსკოვის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სასტუმროდან ჰოსპიტალიზებულია ჩინეთის შვიდი მოქალაქე ვირუსული ინფექციის სიმპტომებით, იუწყება РИА Новости საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით.

„მაღაზიებში არ არის პური, წყალიც მთავრდება“ - როგორ ცხოვრობს ქართველი გოგო ჩინეთში >>

დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში ახალი ტიპის კორონავირუსის აფეთქების შესახებ განაცხადა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 56 ადამიანი, ინფიცირებულთა რიცხვი 2000-ს აღწევს.

„სასტუმროდან „არტ ვოიკოვსკაია“ მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის შვიდი მოქალაქეა ჰოსპიტალიზებული“, - განუცხადეს სააგენტოს.

მისი თქმით, მიმდინარეობს მომხდარის გარემოებების დადგენა.

როგორ გაჩნდა კორონავირუსი

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აცნობა უცნობი წარმოშობის პნევმონიის აფეთქების შესახებ ქალაქ უხანში, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.

გაირკვა, რომ პირველ დაავადებულებს კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების ბაზართან. ექსპერტებმა მოკვლევით დაადგინეს, რომ საუბარი იყო კორონავირუსის ახალი ტიპის — 2019-nCoV-ს შესახებ. მოგვიანებით დადგინდა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.

ვირუსი გასცდა ჩინეთის ფარგლებს. დასნებოვნების ფაქტები დაფიქსირდა ჰონგ-კონგში, მაკაოში, ტაივანში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, აშშ-ში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიასა და ტაილანდში.

კორონავირუსები – 30-ზე მეტი ვირუსის ოჯახია, რომელიც ორ ქვეჯგუფად იყოფა. პირველად მათი იდენტიფიცირება 1965 წელს მოხდა. ვირუსი შეიძლება შეეყაროს ადამიანებს, შინაურ ცხოველებს, ფრინველს, მსხვილფეხა პირუტყვს. კორონავირუსი აზიანებს სასუნთქ სისტემას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ნერვულ სისტემას.

მთავარი თემები