მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დუმაში ფიქრობენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნის „მიმართულებით იმოძრავებს“

© AFP 2024 / Aamir Qureshiსაპროტესტო აქცია თეირანში
საპროტესტო აქცია თეირანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტში მიაჩნიათ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობას არ შეწყვეტს.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. აშშ-ის და ირანის დაპირისპირების ფონზე თეირანი არ შეწყვეტს საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობას, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის წევრმა ოლეგ მოროზოვმა. 

ირანის დროშები - Sputnik საქართველო
„ვერ გაბედავენ“ - ირანმა აშშ-ის მუქარებს უპასუხა

მანამდე თეირანმა უარი თქვა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის დასკვნითი ნაწილის შესრულებაზე, რომელიც ურანის გამამდიდრებელი ცენტრიფუგების რაოდენობას შეეხებოდა. ამასთან, ირანი კვლავ განაგრძობს თანამშრომლობას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) და მზადაა, დაუბრუნდეს ვალდებულებების შესრულებას იმ შემთხვევაში, თუ სანქციები მოეხსნება და ბირთვული გარიგებით გათვალისწინებული თეირანის ინტერესები უზრუნველყოფილი იქნება.

„ეს ირანისგან მოსალოდნელი რეაქციაა. უახლოეს დროში ირანსა და აშშ-ს შორის ბირთვული პროგრამის თაობაზე არანაირი კონტაქტი მოსალოდნელი არაა. თუ რამე შეთანხმება მოხდა, ეს აშშ-ის გარეშე იქნება“, – აღნიშნა მოროზოვმა.

მისი თქმით, აშშ-ის გარეშე რთული იქნება სანქციების გაუქმების მექანიზმზე საუბარი. 

„და ეს იმას ნიშნავს, რომ ირანი იმოძრავებს საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნის მიმართულებით“, — განაცხადა რუსეთის დუმის წევრმა. 
ირანელები წვავენ აშშ-სა და ისრაელი დროშებს  - Sputnik საქართველო
გენერალ სულეიმანის ქალიშვილი აშშ-სა და ისრაელს „შავი დღით“ დაემუქრა

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა. დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა ერაყსა და სირიაში შიიტური დაჯგუფება „ქათაიბ ჰესბოლას“ ობიექტებს შეუტია. პენტაგონში განმარტეს, რომ ეს იყო პასუხი დაჯგუფების თავდასხმაზე ერაყში განთავსებულ ამერიკულ ბაზაზე, რა დროსაც დაიღუპა ამერიკის ერთი მოქალაქე და ასევე დაიჭრა ოთხი სამხედრო. ამის შემდეგ უკმაყოფილო შიიტებმა ბაღდადში მდებარე აშშ-ის საელჩოში შეჭრა სცადეს, რის პასუხადაც შეერთებულმა შტატებმა ირანელ გენერალ სულეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია განახორციელა.

შაბათს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ აშშ-ს მიზანში ჰყავს ამოღებული ირანის 52 ობიექტი, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მსგავს ობიექტებზე შეტევას საერთაშორისო სამართლის ნორმები კრძალავს. მოგვიანებით სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განმარტა, რომ აშშ „კანონის მიხედვით“ იმოქმედებს.

ბაღდადმა თავის აეროპორტზე ამერიკელთა შეტევა აშშ-ის ბაზების ერაყში განთავსების პირობების დარღვევად შეაფასა, რის შემდეგაც ერაყის პარლამენტმა ხელისუფლებისგან ქვეყნიდან ამერიკული ჯარების გაყვანა მოითხოვა. ამის პასუხად დონალდ ტრამპი ერაყს „ძალიან სერიოზული“ სანქციებით დაემუქრა, რომლებთან შედარებითაც „ანტიირანული სანქციები წვრილმანად გამოჩნდება“.

ამასთან ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ არ აპირებს ერაყიდან ამერიკული ჯარების გაყვანას მანამ, სანამ ქვეყანა ამერიკული ავიაბაზის აშენების საფასურს არ გადაიხდის.

ყველა ახალი ამბავი
0