23:24 05 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2746
  • 100 RUB4.6197
  • USD2.9573
გრიგორი კარასინი

კარასინი: საქართველოში ნატო-ს აქტივობა მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობებზე მოქმედებს

© photo: Sputnik / Maxim Blinov
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
ქართულ–რუსული ურთიერთობები (131)
6701

რუსმა სენატორმა გრიგორი კარასინმა პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში შეხვედრა შეაჯამა

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. რუსეთი აკვირდება ნატოსა და აშშ-ს აქტივობას საქართველოში, განუცხადა РИА Новости-ს რუსმა სენატორმა გრიგორი კარასინმა ზურაბ აბაშიძესთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში შეხვედრის შემდეგ.

ცნობილია, როდის შეიძლება აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის >>

საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა პრაღაში ხუთშაბათს გაიმართა.

„ჩვენ ახლა ვხედავთ გარკვეულ მოქმედებებს საქართველოს პოლიტიკაში, რომლებიც ასევე, თუ არა პირდაპირ, მაგრამ მაინც გარკვეულ გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. კერძოდ, ჩვენ ვაკვირდებით აქტიურობას ამ რეგიონში, რომელსაც ნატო და აშშ ავლენს. ახლახან საქართველომ განაახლა ნატო-სთან შეთანხმება. როგორც საქართველოს მეზობელი სახელმწიფო, ჩვენ დაინტერესებული ვართ შევიტყოთ იმ დეტალების შესახებ, თუ რა არის მიღწეული თბილისსა და ნატო-ს შორის ”, - განაცხადა კარასინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადრე განაცხადა, რომ „მსგავს აგრესიულ ნაბიჯებზე“, როგორიცაა საქართველოს ნატო-ში შესვლა, მოსკოვს „თანაზომიერი რეაგირება“ ექნება.

ინაშვილი: „ქართული ოცნების" წარმომადგენლები მოსკოვში ფარულად დადიან >>

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლიდან არ არსებობს. საქართველომ ის მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ გაწყვიტა. დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ორი ქვეყნის დიპლომატების პრაღაში შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული.

თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (131)

მთავარი თემები