20:05 10 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (554)
13711

სპეცსამსახურის მონაცემებით, დაკავებულები რეგიონებში აყალიბებდნენ დახურულ ტერორისტულ სტრუქტურებს, მოიძიებდნენ ფულს, ავრცელებდნენ საკუთარ იდეოლოგიას და იბირებდნენ ადგილობრივ მუსლიმებს.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰისბ უტ-ტაჰრირ ალ-ისლამის“ ცხრა წევრი დააკავა, რომელთა შორის ორნი ორგანიზაციის წინამძღოლები არიან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.    

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციები მოსკოვში, თათრეთსა და ტიუმენის ოლქში ჩატარდა.

სპეცსამსახურის მონაცემებით, დაკავებულები რეგიონებში აყალიბებდნენ დახურულ ტერორისტულ სტრუქტურებს, მოიძიებდნენ ფულს, ავრცელებდნენ საკუთარ იდეოლოგიას და იბირებდნენ ადგილობრივ მუსლიმებს.

„დადგენილია, რომ სტრუქტურის წევრები ეწეოდნენ ანტიკონსტიტუციურ მოღვაწეობას, რომელიც ეფუძნებოდა ე.წ. მსოფლიო ხალიფატის შექმნისა და საერო საზოგადოების ინსტიტუტების რღვევის დოქტრინას. ამასთან, მიმართული იყო მოქმედი ხელისუფლების ძალით დამხობისკენ“, — აღნიშნულია განცხადებაში.

დაკავებულებს ჩხრეკისას ჩამოართვეს პროპაგანდისტული მასალები, კავშირის საშუალებები და ინფორმაციის მატარებლები.

„ჰისბ უტ-ტაჰრირ ალ-ისლამი“ („ისლამის გათავისუფლების პარტია“) — ეს პოლიტიკური პარტიაა, რომელიც პალესტინაში 1953 წელს შეიქმნა. აქტიურად მოქმედებს სირიაში, ეგვიპტეში, იორდანიაში, ტუნისში, კუვეიტში, პალესტინაში, თურქეთსა და დასავლეთ ევროპაში. პარტია აკრძალულია არაბული, აღმოსავლეთევროპული, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უმრავლესობაში.

 

თემები:
რუსეთი დღეს (554)

მთავარი თემები