დიდი პრესკონფერენცია: რუსეთის ლიდერი მასმედიას შეხვდება

© photo: Sputnik / Iliya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის პრეზიდენტის დიდი პრესკონფერენცია
რუსეთის პრეზიდენტის დიდი პრესკონფერენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანგრძლივობის მიხედვით რეკორდული იყო 2008 წლის პრესკონფერენცია, რომელიც 4 საათისა და 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა და პრეზიდენტმა 106 შეკითხვას უპასუხა.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტრადიციულ ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციას 19 დეკემბერს გამართავს, ნათქვამია კრემლის საიტზე. 

საინვესტიციო ფორუმი „რუსეთი გიხმობთ!“ - Sputnik საქართველო
საინვესტიციო ფორუმი: რუსეთის პრეზიდენტმა უცხოელ ინვესტორებს აუხსნა, რა ელით

გავრცელებული ინფორმაციით, მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა შუადღით დაიწყება, თუმცა არ ზუსტდება ადგილი. ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველების სააკრედიტაციო განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია.

რუსეთის პრეზიდენტის დიდი პრესკონფერენცია 2001 წლიდან ტარდება ყოველ წელს. შეხვედრა, როგორც წესი, რუსეთის ლიდერის გამოსვლით იწყება, რა დროსაც ის ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მაჩვენებლებს ახმოვანებს. ამის შემდეგ უკვე ჟურნალისტებს ეძლევათ მისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა.

გასულ წელს ვლადიმირ პუტინის პრესკონფერენცია 22 დეკემბერს შედგა, რომელზეც 1702 ჟურნალისტი იყო აკრედიტებული. პრეზიდენტისა და მასმედიის წარმომადგენლების შეხვედრა 3 საათისა და 43 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რა დროსაც 53 შეკითხვა დაისვა.

ხანგრძლივობის მიხედვით რეკორდული იყო 2008 წლის პრესკონფერენცია, რომელიც 4 საათისა და 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა და პრეზიდენტმა 106 შეკითხვას უპასუხა.

ყველა ახალი ამბავი
0