10:13 12 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2028
  • 100 RUB4.5482
  • USD2.8896
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 20 ნოემბერი

© CC BY-SA 4.0 / Rati2010 / The Mravaldzari village Georgian orthodox Cathedral
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (223)
53 0 0

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 20 ნოემბერს წმიდა ოცდაცამეტი მელიტინელი მოწამეების, ღირსი ლაზარე გალისიელის,; მოწამეთა: მელასიპეს, კასინიას და მათი ძის ანტონინეს, თეოდოტეს, ავქტის, ტავრიონის და თესალონიკიას ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა ოცდაცამეტი მელიტინელი მოწამე

წმინდა მოწამენი იერონი, ისიხიოსი, ნიკანდრე, ათანასე, მამაი, ბარაქიოსი, კალინიკე, თეაგენე, ნიკონი, ლონგინოზი, თეოდორე, ვალერიუსი, ქსანთე, თეოდულე, კალიმაქე, ევგენი, თეოდოხე, ოსტრიქიოსი, ეპიფანე, მაქსიმიანე, დუკიტე, კლავდიანე, თეოფილე, გიგანტი, დოროთე, თეოდოტე, კასტრიკიოსი, ანიკიტე, თემელიოსი, ევტიქი, ილარიონი, დიოდოტე და ამონიტე თანამმართველი იმპერატორების, დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს (284-305)დროს ეწამნენ ქრისტიანობისთვის.

ღირსი ლაზარე გალისიელი 

ღირსი ლაზარე გალისიელი ქალაქ მაგნეზიაში (აზია) დაიბადა. ნეტარმა საბა განწმენდილის ლავრაში  ათი წელი დაჰყო და საძმოს გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა. იერუსალიმის პატრიარქმა ღირსი ლაზარე მღვდლად აკურთხა, რის შემდეგ იგი სამშობლოში დაბრუნდა და ეფესოს მახლობლად, გალისიის მთაზე დამკვიდრდა. აქ უფლის რჩეულმა ქრისტეს აღდგომის სახელობის ტაძარი ააგო და მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა. მალე დიდი მოსაგრის ირგვლივ მოწაფეები შემოიკრიბნენ და დაფუძნდა მონასტერი.
ღირსი ლაზარე 1053 წელს გარდაიცვალა, სამოცდათორმეტი წლის ასაკში.

წმიდა მოწამენი: მელასიპე და კასინია და ძე მათი ანტონინე

წმიდა მოწამენი: მელასიპე, კასინია და ძე მათი ანტონინე იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობაში ეწამნენ ფრიგიის ანკვირიაში 363 წელს.

წმიდა მოწამე თეოდოტე

წმიდა მოწამე თეოდოტე 303 ან 304 წელს, დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას აღესრულა მოწამეობრივად.

წმიდა მოწამენი: ავქტი, ტავრიონი და თესალონიკია

წმიდა თესალონიკია წარმართი ქურუმის ასული იყო. როცა უსჯულო მამამ შეიტყო, რომ მისი ქალიშვილი ქრისტიანი იყო, დაუნდობლად სცემა იგი, შემდეგ კი, ერთი ცნობით, სახლიდან გააგდო, სხვა წყაროს თანახმად კი - საპყრობილეში ჩააგდო. წმიდა ავქტი და ტავრიონი შეეცადნენ, გამოსარჩლებოდნენ ნეტარს და მისი გამხეცებული მამა გონს მოეყვანათ, ქურუმმა კი დაასმინა და შეაპყრობინა ისინი. წმიდანებმა მტკიცედ აღიარეს ქრისტე მტარვალთა წინაშე, რისთვისაც ისინი სასტიკად აწამეს, ბოლოს კი თავები მოჰკვეთეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (223)

მთავარი თემები