00:55 09 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
რუსეთის ფლოტის ხომალდები

შავ ზღვაში რუსეთის ფლოტის სამხედრო წვრთნები დაიწყო

© photo: Sputnik / Taras Litvinenko
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (265)
9702

სწავლებებში ჩართული არიან ფრეგატი „ადმირალი ესენი“, მცირე სარაკეტო გემი „ვიშნი ვოლოჩეკი“, დიდი სადესანტო ხომალდი „აზოვი“, საზღვაო ტრალერები „ტურბინისტი“ და „კოვროვცევი“ და დამხმარე ფლოტის ხომალდები.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. რუსეთმა შავ ზღვაში სწავლებები დაიწყო, რომელშიც ათზე მეტი საზღვაო ხომალდი და ავიაციაა ჩართული, იუწყება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პრეს-სამსახური.

„შავი ზღვის ფლოტის ათზე მეტი ხომალდი გავიდა სევასტოპოლისა და ნოვოროსიისკის ბაზირების პუნქტებიდან ერთობლივი წვრთნების ჩასატარებლად სარაკეტო და საარტილერიო სროლების შესასრულებლად“, — ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში. 

კერძოდ, სწავლებებში ჩართული არიან ფრეგატი „ადმირალი ესენი“, მცირე სარაკეტო გემი „ვიშნი ვოლოჩეკი“, დიდი სადესანტო ხომალდი „აზოვი“, საზღვაო ტრალერები „ტურბინისტი“ და „კოვროვცევი“ და დამხმარე ფლოტის ხომალდები.

გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო და საარტილერიო სროლებისას გემების ეკიპაჟები ჩაატარებენ სწავლებას ნაღმების მოძიებაში, საზღვაო ბრძოლის წარმოებაში, წყალქვეშა ნავის აღმოჩენასა და განადგურებაში, სახმელეთო სასარდლო პუნქტის აღმოჩენასა და მისთვის დარტყმის მიყენებაში, პირობითი მოწინააღმდეგის საჰაერო საშუალებების იერიშის მოგერიებაში.

გარდა ამისა, შავი ზღვის ფლოტის ხომალდების მანევრებში ჩართული იქნება ავიაგამანადგურებელი Су-30СМ.

 

თემები:
რუსეთი დღეს (265)

მთავარი თემები