20:30 09 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (554)
4501

გამოცემამ The Moscow Times მოამზადა სიუჟეტი „ყვითელი ჟილეტების“ შესახებ საფრანგეთში და მათ დამოკიდებულებაზე ადგილობრივი მასმედიის მიმართ.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ მონაწილეები საფრანგეთში, როგორც აღმოჩნდა, ძალიან კმაყოფილი არიან რუსული ტელეარხის RT France მუშაობით, რომელიც, მათი თქმით, არ ჰყვება ხელისუფლების ნებას და, ფრანგული მედიისგან განსხვავებით, საპროტესტო აქციებს ობიექტურად აშუქებს.

გამოცემა The Moscow Times შეეცადა გაერკვია რაშია საქმე. 

„მანამ, სანამ 2018 წლის ნოემბერში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობა დაიწყებოდა, ბევრი ფრანგი უყურებდა ტრადიციულ მედიას. სწორედ მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ ყველა ჩვენი მედია ფეიკნიუსს ავრცელებდა. მე თავად მივმართავ (ახალი ამბებისათვის) ინტერნეტს. მე ვუყურებ RT France-ს. იქ მე ვუყურებ ახალ ამბებს პირდაპირ ეთერში. და ეს სრულიად მაკმაყოფილებს. აი რას აჩვენებენ ისინი ამჟამად“, – მოუთხრო გამოცემას საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

„ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციები უკვე 11 თვეა გრძელდება.

თემები:
რუსეთი დღეს (554)

მთავარი თემები