01:52 23 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2899
  • 100 RUB4.6709
  • USD2.9749
გრიგორი კარასინი

კარასინი, რომელთანაც აბაშიძე მოლაპარაკებებს მართავდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს

© AP Photo / LAURENT GILLIERON
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (246)
55 0 0

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ევგენი ივანოვი დაინიშნა.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, ნათქვამია რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გავრცელებულ განცხადებაში.

კარასინს ევგენი ივანოვი შეცვლის.

ვისთან გამართავს შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, ჯერჯერობით უცნობია. პრაღის მოლაპარაკებების ფორმატი საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლის დეკემბერში ამოქმედდა. აბაშიძე და კარასინი განიხილავდნენ ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტის, ჰუმანიტარულ სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი ხორციელდება მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და ორი დიპლომატის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა.

თემები:
რუსეთი დღეს (246)

მთავარი თემები