23:22 22 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759

ლავროვი: ჩვენ არასდროს ვყოფილვართ საქართველოსთან ურთიერთობების გაუარესების მოსურნე

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
ქართულ–რუსული ურთიერთობები (80)
19300

რუსეთის საგარეო უწყების პირველმა პირმა აღნიშნა, რომ „რუსეთში ქართველ ხალხს აფასებენ“.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. რუსეთის ხელისუფლება არასდროს ყოფილა თბილისთან ურთიერთობების გაუარესების მოსურნე და რუსეთში ქართველი ხალხისადმი არანაირი ნეგატიური დამოკიდებულება არ არის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეარხ RT-ზე.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. ამ დროისთვის ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და დიპლომატების ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.

„ჩვენ არასდროს ვყოფილვართ საქართველოსთან ურთიერთობების გაუარესების მოსურნე. სწორედ საქართველოს მთავრობამ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს გაწყვიტა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები და ცდილობდა ჩვენი ეკონომიკური ურთიერთქმედებები შეეზღუდა. ახლა ვაჭრობა აღდგა და არ ვფიქრობ, რომ ეს ვინმეს არ სიამოვნებდეს", – განაცხადა ლავროვმა.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, რუსეთში „ქართველი ხალხისადმი არანაირი ნეგატიური დამოკიდებულება არ არის".

„პირიქით, ჩვენ საუკუნეები ერთად ვცხოვრობდით, ვაფასებთ ერთმანეთის კულტურას და ტრადიციებს", – განაცხადა ლავროვმა.

საქართველო 20 ივნისიდან საპროტესტო ტალღამ მოიცვა – მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. იმავე დღეს აქცია არეულობაში გადაიზარდა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

თბილისში საპროტესტო აქციებისა და პირველი პირების მკვეთრი განცხადებების ფონზე რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა, რუსეთის ტუროპერატორებმა კი საქართველოში ტურებზე განაცხადების გაფორმება შეწყვიტეს. საქართველოს ხელისუფლება შიშობს, რომ ასეთი ზომები ტურიზმის სფეროს დარტყმას მიაყენებს, რამდენადაც ბოლო წლებში საქართველოში ტურისტების რაოდენობით რუსეთი ლიდერობს.

თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (80)

მთავარი თემები