18:43 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
გრიგორი კარასინი

კარასინი: საქართველოს წინააღმდეგ ღვინის სანქციების თემა დახურულია

© AP Photo / LAURENT GILLIERON
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
ქართულ–რუსული ურთიერთობები (122)
288 0 0

რუსეთი ქართულ-რუსული ურთიერთობების დალაგების მომხრეა, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. რუსეთში საქართველოს წინააღმდეგ „ღვინის სანქციების" თემა დახურულია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-სთან ინტერვიუში.

კარასინი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას არ გამორიცხავს>>>

რუსმა დეპუტატებმა რუსეთში ქართული პროდუქციის შეტანის აკრძალვის საკითხის განხილვა თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე დაიწყეს. თუმცა, მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „ქართველი ხალხისადმი პატივისცემის გამო“ სანქციებს არ დააწესებს.

„რასაკვირველია, საქართველოში ივნისის ბოლოს–ივლისის დასაწყისში განვითარებული მოვლენების ფონზე სახელმწიფო სათათბიროში რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის შეტანის აკრძალვის იდეა განიხილებოდა. თუმცა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თავშეკავება მოითხოვა და ჩვენი ინტერესების დასაცავად დაბალანსებული მიდგომის შესახებ ისაუბრა, განსაკუთრებით აღნიშნა, რომ „ქართველ ხალხს პატივს სცემს“. ამრიგად, დღეს საქართველოს წინააღმდეგ ღვინის სანქციების თემა დახურულია", – განაცხადა კარასინმა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთში, „რომელიც თავად არის მრავალწლიანი სანქციების ზეწოლის ობიექტი, ცდილობენ განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ სხვა ქვეყნების მიმართ მსგავსი შეზღუდვების დაწესების საკითხს".

დიპლომატმა ასევე კომენტარი გააკეთა ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის გაუქმების საკითხზე.

„რაც შეეხება 8 ივლისიდან ძალაში შესულ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებას, რომლის თანახმად, საქართველოში ავიაგადაზიდვები აიკრძალა, იგი დროებით ხასიათს ატარებს. მისი გაუქმების პირობები ნათლად არის გაწერილი: საქართველოში სტაბილიზაცია, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის არსებული ნებისმიერი სახის საფრთხეების აღმოფხვრა", – დასძინა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ „რუსეთი, თავის მხრივ, ძველებურად არის განწყობილი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, რაც მთლიანობაში პასუხობს ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების ინტერესებს".

საქართველოში 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის შედეგად ატეხილმა აჟიოტაჟმა, შემდგომ საპროტესტო ტალღამ და არეულობამ საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობები კიდევ უფრო გაამწვავა.

დაძაბულობის ახალი ტალღა ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმში" მისი წამყვანის გიორგი გაბუნიას სკანდალურმა განცხადებებმა გამოიწვია. მან უცენზურო ლექსიკით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და მის გარდაცვლილ მშობლებს.

 

თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (122)

მთავარი თემები