კარასინი მოსკოვში ჩასულ ქართველ დეპუტატებს არ შეხვდება

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიგრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები გიორგი ლომია და ადა მარშანია, ასევე თბილისის საკრებულოს დეპუტატი გოჩა თევდორაძე ეწვივნენ.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მოსკოვში ჩასულ ქართველ დეპუტატებთან შეხვედრას არ გეგმავს. 

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: რუსეთი იბრძოლებს საქართველოსთან აქტიური ურთიერთობებისთვის

რუსეთის დედაქალაქს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები გიორგი ლომია და ადა მარშანია, ასევე თბილისის საკრებულოს დეპუტატი გოჩა თევდორაძე ეწვივნენ.

რუსული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობენ დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ლეონიდ კალაშნიკოვი და დეპუტატები ყაზბეგ ტაისაევი და არტიომ კავინოვი.

„არა. მხოლოდ საპარლამენტო ხაზით [აქვთ შეხვედრები], როგორც ვიცი“, — უთხრა ჟურნალისტებს კარასინმა.

მისი თქმით, მას პერიოდულად აქვს კონტაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან.

„განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, ვფიქრობთ, როგორ წავიწიოთ წინ. ეს მოძრაობა უნდა იყოს ერთობლივი და შემხვედრი“, — დაამატა კარასინმა.

მანამდე ლეონიდ კალაშნიკოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველ დეპუტატებთან შეხვედრაზე განიხილება თანამშრომლობის საკითხები პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა მოსკოვში - Sputnik საქართველო
აბაშიძე და კარასინი მორიგ შეხვედრას შემოდგომაზე გამართავენ

აღსანიშნავია, რომ ქართულ-რუსული დიალოგის ჯგუფი 2017 წელს შეიქმნა დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტისა და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ინიციატივით.

ქართველმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რუსეთში წასვლა 20 ივნისის ცნობილი მოვლენების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამწვავების ფონზე გადაწყვიტეს.

თბილისში მიმდინარე აქციებისას ქვეყნის პირველი პირების მიერ გაკეთებული მკვეთრი განცხადებების შემდეგ რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეაჩერა, ხოლო ტუროპერატორებს საქართველში ტურების გაყიდვის შეწყვეტის რეკომენდაცია მისცა.

საქართველოს ხელისუფლება შიშობს, რომ ასეთი ზომები ძლიერ დარტყმას მიაყენებს ტურიზმის სფეროს, ვინაიდან ბოლო წლებში სწორედ რუსი ვიზიტორები ლიდერობენ ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს შორის.

 

ყველა ახალი ამბავი
0