03:50 09 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
რუსეთის დუმა

ემბარგო ქართულ პროდუქციაზე: დუმა მთავრობას რეკომენდაციას აძლევს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
გინება პირდაპირ ეთერში - სკანდალი Rustavi 2-ის ირგვლივ (49)
37502

კანონში ასევე ნათქვამია, რომ ამგვარი ზომები შეიძლება მიმართული იყოს ფინანსური ოპერაციების აკრძალვისკენ, ტურისტული საქმიანობის შეზღუდვისკენ და აგრეთვე საბაჟო გადასახადების შეცვლისკენ.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო დეპუტატთა განცხადება, რომლებიც მთავრობას საქართველოს მიმართ შესაძლო დამატებითი სპეციალური ეკონომიკური ღონისძიებების დაწესების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვას სთავაზობს.

გარდა ამისა, დეპუტატები მთავრობას აძლევენ რეკომენდაციას, წარედგინოს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შესაბამისი წინადადებები.  

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფედერალური კრების დეპუტატები კატეგორიულად გმობენ საქართველოში მიმდინარე უწყვეტ ანტირუსულ პროვოკაციებს და აღნიშნავენ, რომ ამ ქვეყნის რადიკალური ძალების ღია გამოხდომებს რუსულ-ქართული ურთიერთობების შემდგომი დეგრადაციისკენ მიჰყავს საქმე.  

რუსეთის სათათბირო მთავრობას სთავაზობს, განიხილოს საქართველოს მიმართ შესაძლო დამატებითი სპეციალური ეკონომიკური ღონისძიებების მიზანშეწონილობის საკითხი, რასაც ითვალისწინებს 2006 წლის 30 დეკემბრის №281-ФЗ ფედერალური კანონი „სპეციალური ეკონომიკური ღონისძიებებისა და იძულებითი ზომების შესახებ“.

ამ კანონის თანახმად, სპეციალური ეკონომიკური ზომები დროებითი ხასიათისაა და მიმართულია რუსეთის ინტერესების დაცვის, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ, ემსახურება რუსეთის მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.

კანონში ასევე ნათქვამია, რომ ამგვარი ზომები შეიძლება მიმართული იყოს ფინანსური ოპერაციების აკრძალვისკენ, ტურისტული საქმიანობის შეზღუდვისკენ და ასევე საბაჟო გადასახადების შეცვლისკენ. 

რუსეთის დუმის ეს ნაბიჯი არის პასუხი ტელეარხ „რუსთავი 2“-ის პროგრამა „პოსტ-სკრიპტუმის" კვირის გამოშვებაზე, რომელმაც საქართველოში ახალი საპროტესტო ტალღა გამოიწვია. საავტორო გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსულ ენაზე უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტს და მის გარდაცვლილ მშობლებს. ჟურნალისტის ამ მონოლოგის შემდეგ სოციალური ქსელი კომენტარებით აივსო. გაბუნიას გამოსვლა გააკრიტიკეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი მომხდარი ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაძაბვის მცდელობად შეაფასა. ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანომ გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება ორი თვით შეუჩერა.

რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, უწყებამ ქართველი ჟურნალისტის საქციელი „უპრეცედენტო სიმდაბლედ“ შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ქართული რადიკალური ძალების ღია პროვოკაციაა.

 

თემები:
გინება პირდაპირ ეთერში - სკანდალი Rustavi 2-ის ირგვლივ (49)

მთავარი თემები