სიმდაბლით უპრეცედენტო გამოსვლა: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყება წერს, რომ მომხდარს ქართული რადიკალური ძალების მიერ მოწყობილ პროვოკაციად განიხილავს, რაც ქართულ-რუსული ურთიერთობების რღვევას ისახავს მიზნად.

თბილისი, 8 ივლისის — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური კომენტარი გაავრცელა „ქართულ ტელეარხზე რუსეთის ხელმძღვანელობის მიმართ მიუღებელი გამოხდომის“ თაობაზე. განცხადება უწყების ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული. 

„კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის ხელმძღვანელობის მისამართით თავისი სიმდაბლით უპრეცედენტო გამოსვლას მიუღებელი გამოხდომებითა და უცენზურო გამონათქვამებით, რომელიც ქართულ ტელეარხ „რუსთავი 2“-ზე მოეწყო“, — ნათქვამია განცხადებაში.

უწყება წერს, რომ მომხდარს ქართული რადიკალური ძალების მიერ მოწყობილ პროვოკაციად განიხილავს, რაც ქართულ-რუსული ურთიერთობების რღვევას ისახავს მიზნად.

მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
მარია ზახაროვა გაბუნიას შეფასებისას სამი სიტყვით შემოიფარგლა

„ახლანდელი აღმაშფოთებელი ინციდენტი მკაფიო მაგალითია იმისა, სადამდე მიჰყავს უზომო რუსოფობიას“, — წერია განცხადებაში.

დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ ამჯერად, 20 ივნისს რუსეთის საპარლამენტო დელეგაციაზე „თავდასხმისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებამ რადიკალები კი არ გაამართლა, არამედ, პირიქით, გაემიჯნა პროვოკატორებს და დაგმო მათი საქციელი“. 

„ველოდებით ადეკვატურ რეაქციას პროფილური საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური საზოგადოებისგან. ამგვარ გამოვლინებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს ცივილიზებულ ქვეყნებში“, — აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საავტორო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის მონოლოგით, რომელმაც 

სერგეი კალაშნიკოვი - Sputnik საქართველო
რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი: მომხდარზე რეაგირება საჭირო არ არის
უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გაატაროს ზომები დაძაბულობის ესკალაციის აღსაკვეთად.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, მკვეთრი ფორმით გამოხატეს რეაქცია „რუსთავი 2“-ის ეთერთან დაკავშირებით. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გაბუნიას გამონათქვამები ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად და დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა, ხოლო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის გამოსვლას საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შეტანის მცდელობა უწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0