რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი: მომხდარზე რეაგირება საჭირო არ არის

© photo: Sputnik / Владимир Федоренко / გადასვლა მედიაბანკშისერგეი კალაშნიკოვი
სერგეი კალაშნიკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი დარწმუნებულია, რომ ქართველი ჟურნალისტის ლანძღვაზე რეაგირება საჭირო არ არის.

თბილისი, 8 ივლისის — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის მისამართით ქართველი ჟურნალისტის ლანძღვაზე რეაგირება საჭირო არ არის, ეს ხულიგნური გამოხდომა იყო, რომელმაც მხოლოდ წამყვანის უკულტურობა წარმოაჩინა, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის წევრმა სერგეი კალაშნიკოვმა.

„ჩვენმა სახელმწიფომ რეაქცია არ უნდა გამოავლინოს ჟურნალისტის ამ ხულიგნურ საქციელზე, არ უნდა იმსჯელოს მის მიმართ რაიმე ზომებზე. რეაგირება ნიშნავს მის დონემდე დაშვებას“, — განაცხადა კალაშნიკოვმა.

სენატორის თქმით, ასეთი გამონათქვამები ტელეწამყვანმა ქართული ტელევიზიით გააჟღერა და არა რუსულით. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილი გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება: ექს-პრეზიდენტი პოსტს აქვეყნებს

„ჩვენ რამდენადმე მტკივნეულად ვრეაგირებთ იმაზე, თუ ვინმე ალმაცერად გვიყურებს ან იგინება. ეს მხოლოდ ამ პირების უკულტურობაზე მეტყველებს, მეტი არაფერი. მაგრამ ამით მთვარე დედამიწაზე არ ჩამოვარდნილა“, — დარწმუნებულია კალაშნიკოვი.

7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საავტორო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის მონოლოგით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გაატაროს ზომები დაძაბულობის ესკალაციის აღსაკვეთად.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, მკვეთრი ფორმით გამოხატეს რეაქცია „რუსთავი 2“-ის ეთერთან დაკავშირებით. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გაბუნიას გამონათქვამები ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად და დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა.

ყველა ახალი ამბავი
0