თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. რუსეთის საზოგადოებრივი პალატის ოჯახის, დედებისა და ბავშვების მხარდაჭერის კომისიის თავმჯდომარემ, წარმოშობით ქართველმა, მომღერალმა დიანა ღურწკაიამ ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციების რუსებთან მიმართებით დაუშვებელ დარღვევებზე ისაუბრა და საქართველოს სტუმრებს მართლმადიდებელი ქვეყნებიდან ბოდიში მოუხადა.
ხუთშაბათს თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო იმასთან დაკავშირებით, რომ 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი აღმოჩნდა. ის თბილისში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი საერთაშორისო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობისთვის ჩამოვიდა, თუმცა, ღონისძიება ჩაიშალა. ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლება „სამშობლოს ღალატში“ დაადანაშაულა. ოპოზიციის მიტინგი არეულობებში გადაიზარდა, რის შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა.
„მე ქართველი ვარ. სტუმართმოყვარეობა ჩვენი ხალხის ერთ–ერთი ძირითადი ტრადიციაა. სტუმრის სტატუსი ყოველთვის საპატიოა, არ შეიძლება მისი წყენინება, შეურაცხყოფა. უცნაურია, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც ეს დაივიწყეს. ეს, უბრალოდ, დაუშვებელია. არ მაქვს უფლება, ვინმეს სახელით ვილაპარაკო, მაგრამ, რამდენადაც კონფლიქტის ინიციტორები ჩუმად არიან, მინდა, ჩემი სახელით ბოდიში მოვუხადო ყველა სტუმარს მართლმადიდებელი ქვეყნიდან“, – განაცხადა ღურწკაიამ საინფორმაციო სააგენტო РИА Новости–სთან საუბარში.
მან აღნიშნა, რომ თვითონ ლტოლვილების ოჯახიდანაა. თავის დროზე მისი ოჯახი იძულებული იყო, ლტოლვილთა ბანაკში ეცხოვრა, ხოლო მისი დედის სიცოცხლის გადარჩენისთვის რუსი ექიმები იბრძოდნენ.
„მისი სიცოცხლისთვის რუსი ექიმები იბრძოდნენ. ბოლო წუთამდე ის მადლობას ეუბნებოდა იმ ადამიანებს, რომლებიც მას მიმე წუთებში დაეხმარნენ. მათ, ვინც ომის დროს შეიფარა, ვინც მის ქალიშვილს პროფესიასა და ცხოვრებაში წარმატებების შანსი მისცა. და ეს მხარდაჭერა სწორედ რუსეთში იყო“, – განაცხადა მან.
მისი აზრით, პოლიტიკოსებს ორი მოძმე ხალხის გაყოფა არ შეუძლიათ.
აისახა თუ არა პუტინის ბრძანება ავიამიმოსვლის აკრძალვის შესახებ ქართულ სასტუმროებზე>>
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმად 2019 წლის 8 ივლისიდან იკრძალება რუსული ავიაკომპანიების ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით. იქვე აღნიშნულია, რომ ეს დროებითი ზომებია, რომელიც უსაფრთხოების მიზნით არის მიღებული. გარდა ამისა, 8 ივლისიდან იკრძალება ქართული ავიაკომპანიების მიერ პირდაპირი ფრენების განხორციელება.