რუსეთის საგარეო უწყება საქართველოში რუსი ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოითხოვს

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვის ხედი
მოსკოვის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში ჟურნალისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებით რეაქციას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ელოდება

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. მოსკოვი მოითხოვს თბილისისგან უზრუნველყოს ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შაბათს, რუსული მედიის მონაცემებით, თბილისში ტელეარხ „როსია 24“-ის გადამღები ჯგუფის წევრების ცემის მცდელობა მოხდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი სტანისლავ ბერნვალდი ინტერვიუს იღებდა ტურისტული სააგენტოს მფლობელებისგან, რა დროსაც მათ რამდენიმე ახალგაზრდა მიუახლოვდა. მათ არხის კორესპონდენტისა და ოპერატორის ცემა სცადეს.

მომიტინგეები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან ლოზუნგებს სკანდირებდნენ >>

ჟურნალისტებს ტურისტული სააგენტოს მეპატრონის ქმარი გამოექომაგა, რის შემდეგაც თავდამსხმელები გაიქცნენ.

„მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, უპირობოდ უზრუნველყონ ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი როგორც რუსი ჟურნალისტების, ისე ზოგადად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების უსაფრთხოება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

პროტესტის მესამე დღე - Sputnik საქართველო
საქართველოს შსს რუს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს იძიებს

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსკოვი შესაბამის რეაქციას ელოდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორისგან, პირველ რიგში ეუთო-ს წარმომადგენლის მედიის თავისუფლების საკითხებში არლემ დეზირისგან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებას განაგრძნობს.

თავის მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუს ჟურნალისტებზე თავდასხმის გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეარხი Imedi.

გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - „ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა“ და „ჯგუფურად ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობა“, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოებს ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0