05:58 22 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2583
  • 100 RUB4.4507
  • USD2.9354
რუსეთის პოლიცია

შემოწირულობა ვერ გაიყვეს: მთვრალმა მღვდელმა მღვდელ-მონაზონი დაჭრა

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
271721

გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი მრევლის შემოწირულობების არათანაბარი განაწილება იყო.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. მოსკოვის ოლქის წმიდა სერგის სამების ლავრაში მთვრალი მღვდელი დანით თავს დაესხა ბერ-მონაზონს და დაჭრა იგი, იუწყება საინფორმაციო პორტალი ura.ru.

გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი შემოწირულობების არათანაბარი განაწილება იყო. როგორც მამა სევასტიანმა (ნიკოლაი ზაპოლნოვმა) შეიტყო, მისი შემოსავლები ბოლო პერიოდში მკვეთრად იმის გამო შემცირდა, რომ მრევლის შემოწირულობების ნაწილს მამა პოლიკარპი (ნიკოლაი სიდოროვი) ითვისებდა. ამიტომ მასთან დალაპარაკება გადაწყვიტა, თუმცა მანამდე მაგრად დათვრა.

სენაკში მღვდელმსახურებს შორის კამათი დაიწყო და მამა პოლიკარპმა მამა სევასტიანი სენაკიდან გააგდო. თუმცა ეს უკანასკნელი დაახლოებით 15 წუთში დანით შეიარაღებული დაბრუნდა და ბერ-მონაზონი მუცელში დაჭრა.

შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანა, ხოლო თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა.

ბოლო ცნობით, იმის გამო, რომ დაკავებული ძალიან არის მთვრალი, სამართალდამცველები მის დაკითხვას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.

მთავარი თემები