მოსკოვში სპორტკომპლექს „ოლიმპიისკი“ იწვის

© photo: Sputnik / Ramil Sitdikovახალი სახანძრო ავტომობილი მოსკოვში უსაფრთხოების გამოფენაზე
ახალი სახანძრო ავტომობილი მოსკოვში უსაფრთხოების გამოფენაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 30 მარტი - Sputnik. მოსკოვში სპორტკომპლექს „ოლიმპიისკი“ იწვია, იუწყება РИА Новости საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მოსკოვის სამმართველოზე დაყრდნობით.

„იყო გამოძახება ამ მისამართზე. შენობა რეკონსტრუქციაზეა. ფანჯრებიდან კვამლი შეინიშნება“, - განუცხადეს სააგენტოს უწყებაში.

„ოლიმპიისკში, რომელიც ახლა რემონტზეა დაკეტილი, ხანძარი დაახლოებით ნახევარი საათის წინ, პირდაპირ ჩვენ თვალწინ დაიწყო. ფანჯრებიდან და ღრიჭოებიდან შავი ბოლი წამოვიდა. დავრეკე სამაშველო სამსახურში და პირველ წუთებში ვერ იგებდნე - როგორ თუ ოლიმპიისკში ხანძარიაო. შემდეგ მითხრეს, რომ მანქანები გაგზავნეს. იმედია, ბევრი რამ არ დაიწვება და არავინ დაშავდება“, - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი Oleg Chayka.

სპორტული კომპლექსი „ოლიმპიისკი", რომელიც აშენებულია 1980 წელს, ევროპაში უდიდესი დახურული სპორტული კომპლექსია. 

ყველა ახალი ამბავი
0