21:58 22 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0848
  • 100 RUB4.2905
  • USD2.7676
მომრერალი იულია ნაჩალოვა

გარდაიცვალა რუსი მომღერალი იულია ნაჩალოვა

© photo: Sputnik / Anton Denisov
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს–2018 (218)
140420

იულია ნაჩალოვა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ოპერაცია ჩაუტარდა, საავადმყოფოში 38 წლის ასაკში გარდაიცვალა

თბილისი, 16 მარტი - Sputnik. მომღერალი იულია ნაჩალოვა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა, დაწერა მომღერლის პიარ-დირექტორმა ანა ისაევამ Instagram-ზე.

„ერთი საათის წინ ჩვენ იულიას გული გაუჩერდა“, - დაწერა ისაევამ.

რუსული მედიის მონაცემებით, მომღერალი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ექიმებმა ის ხელოვნური კომის მდგომარეობაში შეიყვანეს.

ნაჩალოვას რამდენიმე დღის წინ ოპერაცია ჩაუტარდა და იმ დროიდან ის რეანიმაციაში იმყოფებოდა.

ნაჩალოვა მხოლოდ 38 წლის იყო.

იულია ნაჩალოვა ვორონეჟში 1981 წლის 31 იანვარს დაიბადა.

Певица Юлия Началова
© photo: Sputnik / Ekaterina Chesnikova
მომღერალი იულია ნაჩალოვა

სიმღერა ადრეული ბავშვობიდან დაიწყო. უკვე 5 წლის ასაკში პროფესიულ სცენაზე იდგა. ხოლო სატელევიზიო კონკურს „დილის ვარსკვლავში“ გამარჯვებამ გოგონას პოპულარობა მოუტანა.

ნაჩალოვას პირველი ალბომი Ах, школа, школа 1995 წელს გამოვიდა. მისი ცნობილი სიმღერა Герой не моего романа 1997 წელს გაჟღერდა.

ნაჩალოვა მონაწილეობდა რეალიტი-შოუში „უკანასკნელი გმირი“ (2003). გადაღებულია ფილმებში „მისი რომანის გმირი“ (2001), „ბომბი პატარძლისთვის“ (2004), მუსიკალურ კომედიაში „სამი მუშკეტერი“ (2005), ასევე სხვადასხვა ტელეარხებზე ტელეწამყვანი იყო.

თემები:
რუსეთი დღეს–2018 (218)

მთავარი თემები