09:03 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
525 0 0

ან ქალი აღმოჩნდა ძალიან მძიმე, ან საქმრო – მოუხერხებელი და მოუქნელი, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ქალის უსაფრთხოება მომავალში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ვაისაქმრომ მოახერხა და ორჯერ გაუვარდა გოგონა ხელიდან, რაც ინტერნეტ-სივრცეში დაცინვის საგანი გახდა. ეს, მართლაც, ძალზე სასაცილოა.

ეს ვიდეო ვლადიკავკაზშია (ჩრდილოეთ ოსეთი) გადაღებული. კადრებში ჩანს, როგორ მიემართება სავაჭრო ცენტრისკენ გოგონა ბიჭთან ერთად, ხოლო უკნიდან მათთან მირბიან ახალგაზრდები. ერთ-ერთი მომავალ საცოლეს ნაბადს აფარებს და ხელში აჰყავს.

აქ იწყება ყველაზე საინტერესო: გოგონას ხელში აყვანა კი მოხერხდა, მაგრამ მასთან ერთად კიბეზე ჩამოსვლა – ვერა. ბიჭი გოგონასთან ერთად ასფალტზე ეცემა. ამასთან, ქალს ნაკლებად გაუმართლა – მამაკაცი მას ზემოდან დაეცა.

მაგრამ ამით არ მთავრდება ყველაფერი. ბიჭს კვლავ ხელში აჰყავს ქალი და აგრძელებს გაქცევას, მაგრამ ისევ ეცემა. მან მხოლოდ მესამე ჯერზე მოახერხა გოგონას ავტომობილში ჩასმა და წასვლა. იმედი ვიქონიოთ, რომ ქალი მანქანიდანაც არ გადმოუვარდა საქმროს და შინ მშვიდობით მიიყვანა.

 

მთავარი თემები