„თავი დაანებეთ ჩვენს ოჯახს“: ვალერი მელაძემ მეუღლე დაიცვა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშივალერი მელაძე და ალბინა ჯანაბაევა
ვალერი მელაძე და ალბინა ჯანაბაევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავი ურჩევს ყველა ცნობისმოყვარე ადამიანს დაშოშმინდეს და თავის ახლობლებზე იზრუნოს

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. რუსეთში მოღვაწე პოპულარული ქართველი მომღერალი ვალერი მელაძე გამოესარჩლა თავის მეუღლეს, ჯგუფ „ვია გრას“ ყოფილ მომღერალ ალბინა ჯანაბაევას, წერს რუსული Cosmopolitan-ი.

ვალერი მელაძემ ქართული მოქალაქეობის მიღება გადაწყვიტა >>

მელაძემ ბათუმელებს იმის შესახებ უამბო, თუ როგორ იზრდებოდა მშობლიურ ქალაქში - Sputnik საქართველო
მელაძემ ბათუმელებს იმის შესახებ უამბო, თუ როგორ იზრდებოდა მშობლიურ ქალაქში

მიუხედავად იმისა, რომ მელაძე და ალბინა 2014 წელს დაქორწინდნენ, გამომწერები მაინც მას (ალბინას) „ოჯახის დამანგრეველს“ უწოდებენ. საქმე ისაა, რომ წყვილის რომანი მაშინ დაიწყო, როდესაც ალბინა მელაძესთან ბეკ-ვოკალზე მღეროდა. იმ დროს კი ქართველი დაქორწინებული იყო. მეუღლეებმა ერთად 20 წელზე მეტი გაატარეს. სანამ განქორწინების პროცესი გრძელდებოდა, მელაძისა და ჯანაბაევას ვაჟი კონსტანტინი გაიზარდა, ხოლო 2014 წელს ლუკა დაიბადა.

ბევრი ადამიანი დღემდე ვერ „პატიობს“ ამ საქციელს მელაძეს და ხშირად საყვედურობს, რომ მან ცოლი და სამი ქალიშვილი მიატოვა. Instagram-ის კომენტარებში მელაძემ თავისი მეორე მეუღლე დაიცვა და ყველას მოუწოდა, თავის ახლობლებს მიხედონ.

„ჩემი შვილები ასე რატომ გადარდებთ? ალბინა წლების წინ შემიყვარდა და მე ყველაფერი გავაკეთე, რომ მას შევყვარებოდი. ერთად უკვე 15 წელი ვართ. გოგონებს ჩემი სიყვარული არ აკლიათ. ვგიჟდები მათზე და ვზრუნავ, როგორც ყველაზე ძვირფას ადამიანებზე. მე და ალბინას გვყავს ორი ბიჭი, რომლებითაც ვამაყობ. შეეშვით ჩვენს ოჯახს და თქვენს ახლობლებს მიხედეთ. დროა ყველა დამშვიდდეს“, - აცხადებს არტისტი.

ახლახან წყვილმა მისცა ინტერვიუ ჟურნალ Hello-ს, სადაც მელაძემ განაცხადა, რომ ურთიერთობებში მნიშვნელოვანია თავისუფლება.

ქართული კვალი და „კანონიერი ქურდები" რუსი მოსამართლე ხახალევას საქმეში >>

„შენ ან ენდობი ადამიანს, ან არ ენდობი. თუ გინდა გალავნით შემოღობე, არსად გაუშვა - აზრი არ აქვს. ურთიერთობებში „კაიფი“ მაშინ არის, როდესაც ადამიანს სრულ თავისუფლებას ანიჭებ, ის კი შენ გირჩევს. თუ ადამიანს თვითრეალიზების საშუალებას მისცემ, ის ბედნიერი იქნება“, - აღიარა ვალერიმ.

View this post on Instagram

Всем прекрасного вечера!!!

A post shared by Валерий Меладзе (@meladze.ru) on

ცნობილი მომღერალი 1965 წლის 23 ივნისს ქალაქ ბათუმში დაიბადა. მის მშობლებს მუსიკასთან შეხება არ ჰქონიათ. მამა, დედა, ბებია და ბაბუა ინჟინრები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ვალერი მელაძემ წარმატებით დაასრულა მუსიკალური სკოლა, მან მშობლების მსგავსად ტექნიკური განათლება მიიღო, დაამთავრა ნიკოლაევის ს. ო. მაკაროვის სახელობის გემთმშენებელი ინსტიტუტი ხომალდების ენერგეტიკული დანადგარების "ინჟინერ-მექანიკოსის" სპეციალობით, შემდეგ კი საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა, თუმცა ინსტიტუტის სწავლის დასრულებისთანავე მისი ცხოვრება შეიცვალა.

მელაძემ მუსიკალური კარიერა 1989 წელს დაიწყო — როდესაც უმცროს ძმა კონსტანტინე მელაძესთან ერთად ჯგუფის „დიალოგი" შემადგენლობაში შევიდა და რამდენიმე წლის განმავლობაში მონაწილეობდა. პირველი მნიშვნელოვანი გამოსვლა მომღერალს 1992 წელს ჰქონდა სიმღერით "Не тревожь мне душу, скрипка.." კონცერტის "ვარსკვლავიანი ღამე" პროგრამის ფარგლებში. კონცერტი ალბერვილში ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებას ეძღვნებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0