06:16 19 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0593
  • 100 RUB3.8673
  • USD2.6188
მარიხუანა

სანქტ-პეტერბურგში მრავალშვილიან ოჯახში მარიხუანა აივანზე მოჰყავდათ

© photo: Sputnik / Ilya Xludenev
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1308)
113 0 0

მეუღლეების მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგელი ერთ-ერთი წყვილის მიმართ, პირადი მოხმარების მიზნით აივანზე მარიხუანის მოყვანის გამო, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ოჯახი მრავალშვილიანია. ქალი 42 წლისაა. ის ნარკოდანაშაულში იყო ეჭვმიტანილი. სახლის ჩხრეკისას ამოიღეს „მცენარეული წარმომავლობის მწვანე ფერის ნივთიერება", რომელიც დაახლოებით 200 გრამი მარიხუანა აღმოჩნდა.

როგორც გაირკვა, აივანზე მარიხუანა პირადი სარგებლობის მიზნით მოჰყავდა ქალის 35 წლის მეუღლეს.

ამჟამად მეუღლეების მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა, დამზადება, გადამუშავების მუხლით, რაც რუსული კანონმდებლობით ისჯება მაქსიმუმ ხუთი წლის ვადით პატიმრობით.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (1308)

მთავარი თემები