„ვია გრას" ექს-სოლისტმა ქართველი დიზაინერის ქურთუკი მოირგო

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშიHello!
Hello! - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა მომღერალმა ტელეეთერისთვის აკა ნანიტაშვილის გაზაფხულის კოლექციიდან ჯინსის ქურთუკი შეარჩია

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. რუსული პოპ-ჯგუფი „ვია გრას" ექს-სოლისტი ანა სედოკოვა ტელეარხ RU.TV-ზე ქართველი დიზაინერის აკა ნანიტაშვილის ჯინსის ქურთუკში გამოჩნდა, რომელიც ამოქარგული თეთრი ყვავილებითა და მარგალიტებით იყო გაფორმებული.

სედოკოვამ ფოტო წარწერით „@akananita მადლობა არარეალური ჯინსისთვის" Instagram-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

Публикация от ANNA SEDOKOVA (@annasedokova) 2 Апр 2018 в 2:51 PDT

 

სხვათაშორის აკა ნანიტაშვილი, ისევე როგორც სხვა ქართველი დიზაინერები, რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებს შორის დიდი წარმატებით სარგებლობს.

სულ ახლახანს აკა ნანიტაშვილის ფეხსაცმელი მომღერალმა ალსუმ მოირგო.

აკა ნანიტაშვილმა 2009 წელს საკუთარი ბრენდი Aka Nanitashvili Fashion House-ი დააარსა. სამოსთან ერთად, იგი ფეხსაცმლის ხაზზეც მუშაობს. შექმნილი მოდელების ინდივიდუალურობიდან და უნიკალურობიდან გამომდინარე, ქართველი დიზაინერი პოპულარულია არამარტო საქართველოში, არამედ უკრაინაში, ყაზახეთსა და რუსეთში.

ყველა ახალი ამბავი
0