კემეროვოს გუბერნატორი გადადგა

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიკემეროვოს გუბერნატორი ამან ტულეევი
კემეროვოს გუბერნატორი ამან ტულეევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო წლებში 73 წლის პოლიტიკოსს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. კემეროვოს ოლქის გუბერნატორმა ამან ტულეევმა საკუთარი სურვილით ვადამდელი გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, იუწყება РИА Новости რეგიონულ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

„კემეროვოს ოლქის გუბერნატორმა ამან ტულეევმა საკუთარი სურვილით ვადამდელი გადადგომის შესახებ განცხადებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართა“, — იუწყება საოლქო ადმინისტრაციის პრესსამსახური.

თბილისელებმა რუსეთის ინტერესთა სექციის შენობასთან ყვავილები მიიტანეს - Sputnik საქართველო
ყვავილები და სათამაშოები: თბილისში კემეროვოში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ამან ტულეევი 73 წლისაა, პოლიტიკაშია 1980-იანი წლების ბოლოდან. კემეროვოს ოლქს 1997 წლიდან ხელმძღვანელობს, 93,5-96,69%-ის შედეგით ოთხჯერ ხელახლა აირჩიეს. მისი უფლებამოსილება გუბერნატორის პოსტზე 2020 წელს იწურებოდა.

ამან ტულეევის მუშაობის პერიოდში მისი გადადგომის შესახებ ხმები არაერთხელ გავრცელდა. კერძოდ, 2017 წლის 22 მაისს ის ოფიციალურ შვებულებაში გავიდა, რომელიც ხერხემალზე ოპერაციის გამო გაუხანგრძლივეს. ამ ფონზე მედიაში მისი სავარაუდო გადადგომის შესახებ ალაპარაკდნენ, თუმცა ინფორმაცია არ დადასტურდა და 12 აგვისტოს ის სამსახურს დაუბრუნდა.


ყველა ახალი ამბავი
0