მოსკოვის ოლქში ავიაკატასტროფის ადგილზე ცხედრების 1,4 ათასი ფრაგმენტია ნაპოვნი

© REUTERS / Stringerავიაკატასტროფის ადგილი
ავიაკატასტროფის ადგილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავიაკატასტროფის ადგილზე ცხედრების ამოსაცნობად ექსპერტიზა იქნება საჭირო. დაღუპულთა ახლობლებისგან ბიომასალების ასაღებად ორსკში რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს წარმომადგენლები ორშაბათს გაემგზავრნენ.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. მოსკოვის ოლქში Ан-148-ის ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე ცხედრების 1,4 ათასი და თვითმფრინავის 50 ათასამდე ფრაგმენტი აღმოაჩინეს, იუწყება სააგენტო РИА Новости ოპერატიული შტაბის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

მოსკოვის ოლქში „სარატოვის ავიახაზების" კუთვნილმა Ан-148-ის ტიპის თვითმფრინავმა, რომელიც 11 თებერვალს მოსკოვის აეროპორტ „დომოდედოვოდან" ორსკის მიმართულებით მიფრინავდა, აფრენიდან ორ წუთში ავიაკატასტროფა განიცადა. ბორტზე 65 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. ორივე შავი ყუთი ნაპოვნია, მიმდინარეობს ჩანაწერების გაშიფრვა.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რომელმაც ორი ან მეტი პირის სიკვდილი გამოიწვია".

გამოძიების ინფორმაციით, თვითმფრინავის გაუმართაობის შესახებ ეკიპაჟისგან შეტყობინება არ ყოფილა. პროკურორები აცხადებენ, რომ თვითმფრინავს ვარგისიანობის სერტიფიკატი 1 ივნისამდე ჰქონდა.

ყველა ახალი ამბავი
0