სამედიცინო სკანდალი: გინეკოლოგად გადაცმული სანტექნიკოსი დაკავებულია

© Pixabay / DarkoStojanovicექიმი
ექიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცრუექიმი, რომელიც რამდენჯერმე შენიშნეს საავადმყოფოს მიმღებში, კვების ბლოკსა და ტრავმატოლოგიურ პუნქტში, პაციენტებს ხან ქირურგად, ხან თერაპევტად, ხან კი გინეკოლოგად ეცნობოდა.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. სვერდლოვისკის ოლქის ქალაქ პერვოურალსკის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა საჩივრით მიმართა პოლიციას თვითმარქვია ექიმთან დაკავშირებით, რომელიც პაციენტებს ექიმის ხალათში გადაცმული იღებდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

საჩივარში ნათქვამი იყო, რომ ცრუექიმი, რომელიც რამდენჯერმე შენიშნეს საავადმყოფოს მიმღებში, კვების ბლოკსა და ტრავმატოლოგიურ პუნქტში, პაციენტებს ხან ქირურგად, ხან თერაპევტად და ხან გინეკოლოგად ეცნობოდა. ამასთან, თავს სხვადასხვა გვარით წარადგენდა. ხოლო საავადმყოფოს თანამშრომლებს ეუბნებოდა, რომ ადმინისტრაციაში მიდიოდა, რათა სანტექნიკოსად მოწყობილიყო სამსახურში.

15 იანვარს მან გადაუდებელი თერაპიის განყოფილების ექიმად გაასაღა თავი და არასრულწლოვანი პაციენტი მიიღო, რომელიც გინეკოლოგიურ განყოფილებაში ექიმს ელოდებოდა. სახელდობრ როგორ ტარდებოდა მიღება, საავადმყოფოში არ აზუსტებენ. კლინიკის თანამშრომლებმა მოუცლელობა მოიმიზეზეს და РИА Новости-ს კორესპონდენტს კომენტარი არ მისცეს.

16 იანვარს სამედიცინო დაწესებულების დაცვამ ცრუექიმი დააკავა. როგორც საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილისთვის ნაჩვენები პასპორტიდან გაირკვა, ეს 32 წლის ადრე ნასამართლევი ანტონ იარინი გამოდგა.

ფულის კუპიურები - Sputnik საქართველო
აფერა საზღვრებგარეშე: პატიმარი ავადმყოფი ბავშვების მშობლებს თაღლითურად სძალავდა ფულს

პოლიციაში იარინი მაშინვე იცნეს. როგორც გაირკვა, მამაკაცი ხშირად ასაღებდა თავს სხვად და კომპანიებსა და მაღაზიებს შემმოწმებლის რანგში სტუმრობდა.

იარინი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ არაფერი კანონსაწინააღმედგო არ ჩაუდენია, რომ საავადმყოფოში ნაცნობის მოსანახულებლად იყო მისული და თეთრი ხალათიც იმიტომ ეცვა.

თუმცა, იარინის სამწუხაროდ, ის პოლიციელების გარდა სხვებმაც ამოიცნეს. ერთ-ერთი მოწმის თქმით, იარინმა მას თავი ნეიროქირურგად წარუდგინა, დაუახლოვდა და საქმე იმით დამთავრდა, რომ 1000 რუბლი ესესხა და გაუჩინარდა.

პოლიციაში ამბობენ, რომ „სამედიცინო თაღლითობა“ უკვე დიდი ხანია, რაც ყველაზე პოპულარული დანაშაულების ჩამონათვალში შედის. თუმცა, როგორც წესი, ბოროტგანმზრახველები კლინიკებს კი არ სტუმრობენ, არამედ ტელეფონით „მუშაობენ“. ამიტომ პერვოურალსკის პოლიციის განყოფილებაში მიაჩნიათ, რომ იარინი საავადმყოფოს სულ სხვა მიზნით ესტუმრა და რეალურად იქ „ხელის გასაყოლებელს“ ათვალიერებდა.

ყველა ახალი ამბავი
0