ბურიატში უფროსკლასელი მოსწავლეებს ნაჯახით თავს დაესხა

© photo: Sputnik / Michael Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა გახდა ასეთი სისასტიკის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ულან–უდეში ერთ–ერთ სკოლაში უფროსკლასელი მოსწავლეებს თავს დაესხა, იუწყება სააგენტო  РИА Новости  ადგილობრივი საგამოძიებო კომიტეტის განყოფილებაზე დაყრდნობით.

ინციდენტი დღეს, დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მეცხრე კლასის მოსწავლე მეშვიდეკლასელს ნაჯახით დაესხა თავს, შემდეგ კლასში აალებადი ნივთიერება მოასხა და ცეცხლი გააჩინა. მომხდარის შედეგად დაშავდა პედაგოგი და სამი მოსწავლე.

ეჭვმიტანილი დაკავებულია. მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სამართალდამცველები  მომხდარის მოტივს იკვლევენ.


ყველა ახალი ამბავი
0