რუსეთის უშიშროებამ ტერაქტები აღკვეთა: აფეთქებები საახალწლოდ და საარჩევნოდ იგეგმებოდა

© photo: Sputnik / Андрей Стенин / გადასვლა მედიაბანკშიუშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომელი
უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი ადასტურებს, რომ ცენტრალური აზიიდან გამოსული პირები ტერაქტების მოწყობას აპირებდნენ

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის უშიშროების სამსახურმა ორშაბათს მოსკოვის ოლქში ცენტრალური აზიიდან გამოსული პირების მიერ საახალწლოდ და ასევე საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში დაგეგმილი ტერაქტები აღკვეთა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორ ალექსანდრ ბორტნიკოვზე დაყრდნობით.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური - Sputnik საქართველო
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ტერაქტები აღკვეთა

„გუშინ მოსკოვის რეგიონში უშიშროების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ცენტრალური აზიიდან გამოსული პირების საქმიანობა აღიკვეთა, რომლებიც ტერორისტულ აქტებს — მათ შორის, თვითმკვლელების მონაწილეობით — საახალწლოდ და ასევე რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების პერიოდში გეგმავდნენ“, განაცხადა ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის სხდომაზე ბორტნიკოვმა.

მისი თქმით, ტერორისტების სამყოფლიდან ამოღებულია თვითნაკეთი ასაფეთქებლები, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე ლიკვიდირებულია მათი კუთვნილი ლაბორატორია, სადაც „ტერორის საშუალებები მზადდებოდა“.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის მარტშია დანიშნული, ხოლო წინასაარჩევნო კამპანია დეკემბერში იწყება.

ყველა ახალი ამბავი
0