Sputnik-ი ახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX მსოფლიო ფესტივალის მხარდამჭერია

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშიახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX ფესტივალის ინსტალაცია
ახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX ფესტივალის ინსტალაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის დღეებში Sputnik-ის სტენდზე იმუშავებს რადიოსადგური, ხოლო ფესტივალის სტუმრები მთელი მსოფლიოს ახალი ამბების გაგებას შეძლებენ7

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი ახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX მსოფლიო ფესტივალს დეტალურად გააშუქებს. ფესტივალი სოჭში 14-22 ოქტომბერს ჩატარდება.

სააგენტო ღონისძიების საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორია. Sputnik-ის საპრეზენტაციო სტენდზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ნახონ და წაიკითხონ ფესტივალის, რუსეთისა და მსოფლიოს სიახლეები, გაეცნონ საინფორმაციო სააგენტოს საქმიანობას.

ახალგაზრდობისა და სტუდენტობის ფესტივალის ქართველი მონაწილეები შეხვედრაზე თბილისში - Sputnik საქართველო
ქართველები სოჭში ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალზე მიემგზავრებიან

კვირის განმავლობაში Sputnik-ის სტენდზე იმუშავებს რადიოსტუდია, რომლის ეთერში გამოვლენ პოლიტიკოსები, მსახიობები, მსოფლიო დონის სპორტსმენები, ასევე ახალგაზრდობა, რომელთაც გლობალურ პრობლემებზე საკუთარი შეხედულება აქვთ. თანამედროვე ახალგაზრდა თაობის წინაშე მდგარი მიზნების შესახებ მსჯელობა შესაძლებელი იქნება ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეკონომიკის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროების ექსპერტებთან.

ფესტივალის სიახლეების, დღის მთავარი საერთაშორისო მოვლენებისთვის თვალყურის მიდევნება Sputnik-ის სტენდზე შესაძლებელი იქნება სპეციალურ ვიდეოსტენდზე, რომელიც ფესტივალის დღეებში ონლაინ იმუშავებს. საინფორმაციო კონტენტის ფორმირებით Sputnik-ის 15-ზე მეტი საერთაშორისო რედაქცია დაკავდება, რომლებიც დედამიწის სხვადასხვა წერტილში იმყოფებიან.

მსოფლიო ფესტივალზე, რომელიც 14-22 ოქტომბერს სოჭში გაიმართება, მონაწილეობას 186 ქვეყნის 20 ათასი წარმომადგენელი მიიღებს. ფესტივალის მონაწილენი არიან 18-დან 35 წლამდე ასაკის სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. ღონისძიებას ორგანიზაციაში დაეხმარება მოხალისეთა კორპუსი. #ВолонтерМира გახდება 18 წელს ზევით 5000 ადამიანი რუსეთიდან და უცხოეთის ქვეყნებიდან.

Sputnik (sputniknews.com) – ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს 30-ზე მეტ ენაზე ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0