რუსეთის აკადემიკოსებმა ჰომეოპათია ცრუმეცნიერებად აღიარეს

© photo: Sputnik / Alexey Malgavko / გადასვლა მედიაბანკშიაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ცრუმეცნიერებასთან ბრძოლის კომისია რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო კლინიკებიდან ჰომეოპათიური პრეპარატების ამოღებას ურჩევს.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულმა ცრუმეცნიერებასთან ბრძოლის კომისიამ მოამზადა მემორანდუმი „ჰომეოპათიის ცრუმეცნიერულობის შესახებ“, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Коммерсант-ზე დაყრდნობით.

ჰომეოპათია — ალტერნატიული მედიცინის სახეობაა, რომელიც „მსგავსის მსგავსით“ მკურნალობას ეფუძნება და იყენებს პრეპარატების უმცირეს დოზებს, რომლებიც ჯანმრთელ ადამიანებში დიდი დოზების გამოყენების შემთხვევაში იგივე დაავადების გამოვლინებას იწვევს.

ონლაინ კლინიკა - Sputnik საქართველო
საქართველოში ექიმები რჩევებს ინტერნეტით გასცემენ

დოკუმენტი განმარტავს, რომ ჰომეოპათია 200 წელზე მეტია არსებობს, მაგრამ მისი ეფექტურობის დამაჯერებელი ექსპერიმენტული დადასტურება არ არსებობს, და, აქედან გამომდინარე, ჰომეოპათიური პრეპარატების „უმცირესი დოზებით“ მკურნალობა „სამეცნიერო საფუძველსა და დასაბუთებას“ მოკლებულია.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კომისია რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო კლინიკებიდან ჰომეოპათიური პრეპარატების ამოღებას ურჩევს, ხოლო ფედერალურ ანტიმონოპოლიურ სამსახურს მოუწოდებს — დაიცვას მოქალაქეები ამ პრეპარატების სამკურნალო თვისებების შესახებ არაკეთილსინდისიერი რეკლამისაგან. აფთიაქებს მიეცათ რეკომენდაცია, დახლებზე არ დააწყონ ჰომეოპათიური პრეპარატები ტრადიციულ პრეპარატებთან ერთად, ხოლო ფარმაცევტებმა შეწყვიტონ მომხმარებლებისთვის ამ პრეპარატების შეთავაზება.

ყველა ახალი ამბავი
0