13:46 18 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8521
  • 100 RUB3.9193
  • USD2.4602
მეხანძრეები თბილისის ცენტრში

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ხანძარი 50 კვ. მეტრს მოედო

© photo: Sputnik / Yevgeny Biatov
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
601

წინასწარი მონაცემებით, აალება მესამე სართულზე მოხდა და მას უკვე საფრთხის მესამე დონე მიენიჭა.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მომხდარი ხანძრის ფართობმა წინასწარი მონაცემებით 50 კვადრატული მეტრი შეადგინა. იტყობინება სააგენტო РИА Новости ძალივანი სტრუქტურების წყაროზე დაყრდნობით. 

„შემოვიდა ინფორმაცია 50 კვ. მეტრის ფართობზე ხანძრის გავრცელების თაობაზე, ხანძრის კერიდან ევაკუირებულია 7 ადამიანი, 40-მა  ადამიანმა თავად გამოაღწია შენობიდან“, — უთხრა სააგენტოს წყარომ. 

„წინასწარი მონაცემებით, ხანძარი მოსკოვში ზნამენკას ქუჩის N19-ში მდებარე რვა სართულიანი შენობის მესამე სართულზე მოხდა“, თქვა მან. 

ხანძარს საფრთხის მეორე დონე მიენიჭა, თუმცა მოგვიანებით მესამე დონის რანგში აიყვანეს. წყაროს მონაცემებით არის ხანძრის გავრცელების საფრთხე. 

ძალოვანი სტრუქტურების მონაცემებით, ხანძრის ლიკვიდაციაში 120 მეხანძრე იღებს მონაწილეობას. 

 


მთავარი თემები