მოსკოვში ტერაქტის მომზადების ბრალდებით სამი სირიელი დააკავეს

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვში სამართალდამცავებმა ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილთა 15–კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომელთაგან სამი სირიის მოქალაქეა და 12 – ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრი.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. მოსკოვის ცენტრში დაკავებულ სავარაუდო ტერორისტებს შორის სამი სირიის მოქალაქე აღმოჩნდა, იუწყება ორშაბათს გამოცემა „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ საგამოძიებო ორგანოებში ანონიმური წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

როგორც მანამდე ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის საინფორმაციო ცენტრმა განაცხადა, ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლში ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ადამიანთა ჯგუფი დააკავეს, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის დედაქალაქში ტერაქტს ამზადებდნენ. მათ ბინაში აღმოაჩინეს და გააუვნებელყვეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.

 „დაკავებულია 15 ადამიანი. მათგან 12 – ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრია (მათ შორის – ჩეჩნეთისაც), 3 – სირიის მოქალაქე. ამჯამად მათი დაკითხვა მიმდინარეობს“, – წერს გაზეთი.

აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად, ჯერჯერობით, არ აუდასტურებენ.


ყველა ახალი ამბავი
0