პროტესტი და შეთავაზება – „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული სკანდალი გრძელდება

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
გამოწერა
ეკლესიამ მოსახლეობის დასამშვიდებლად სახელმწიფოსა და მშენებლობის მოწინააღმდეგეთა შორის დიალოგის პროცესში ჩარევა გადაწყვიტა

 

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი უკვე ღამის საათებშიც არ წყდება, რის გამოც საქართველოს საპატრიარქომ დაპირისპირების დასრულების მიზნით მხარეებს შუამავლობა შესთავაზა. 

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
თურნავა: თუ ინვესტორი ვალდებულებებს ვერ შეასრულებს, მას გადაცემული მიწა ჩამოერთმევა

„ნამახვანჰესის“ კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური  – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი“ და 100 მგვტ სიმძლავრის  „ზემო ნამახვანი“.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანიის გამოჩენა და, რაც მთავარია, მისთვის მიწის 99 წლის ვადით გადაცემა.

ამავე დროს ცნობილი ხდება, რომ ჰესის მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწისთვის ნორვეგიულმა კომპანია Clean Energy Group-მა, რომელმაც მშენებლობა თურქულ კომპანია ENKA-ს დაავალა, ადგილობრივ მცხოვრებლებს  34 მილიონი ლარი გადაუხადა. სამშენებლო ტერიტორიასთან  ახლოს მცხოვრები 270 ოჯახიდან კომპენსაციის აღებაზე უარი არცერთს არ უთქვამს.

მშენებლობის მოწინააღმდეგეთა რთული ღამე

პროტესტმა უკვე იმერეთის რეგიონის ცენტრს მიაღწია და არ არის გამორიცხული, მთელ საქართველოს მოედოს. ამჟამად აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე ქუთაისის ცენტრშია შეკრებილი და უკმაყოფილებას იქ გამოხატავს. 

ვარლამ გოლეთიანი. საპროტესტო აქცია ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ღამეს გაათენებენ

„ჩვენ მთელი ღამე აქ გავათიეთ და მომდევნო დღეებშიც ასე გავაგრძელებთ. თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიწვევთ ბლოკირებას... თუ ხელისუფლება ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ქვეყნის ყველა რეგიონის პიკეტირებას მოვახდენთ“, – განაცხადა საპროტესტო აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ითხოვენ ჰესის მშენებლობაზე უარის თქმას და ხეობის ტერიტორიიდან ინვესტორების გაყვანას, მოსახლეობისთვის კი მიწების დაბრუნებას.

ხელისუფლების პოზიცია

საქართველოს მთავრობა ჰესის მშენებლობაზე უარის თქმას არ აპირებს, პირველ რიგში, ენერგოუსაფრთხოების მოსაზრებით შიდა ბაზარზე ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების ფონზე. იანვარში მოხმარებული ელექტროენერგიის 34% იმპორტირებული იყო.

„ძალიან სერიოზულ დათმობებზე წამოვიყვანეთ თავად ინვესტორი კომპანია, რომელმაც, პრაქტიკულად, გადადო მთელი ერთი წლით კაშხლის მშენებლობა, რადგან კაშხალი იწვევდა მოსახლეობაში ყველაზე მეტ წუხილს. ახლა მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ გზის და მისასვლელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ამ კვირაში შეხვედრა იგეგმება ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ექსპერტთან, გეოლოგებთან, მეცნიერებთან, ასევე აქტივისტებთან, რათა პასუხი გაეცეს ყველა მათ კითხვას.

ეკლესიის ჩარევა

ეკლესიამ მოსახლეობის დასამშვიდებლად სახელმწიფოსა და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა შორის დიალოგის პროცესში ჩარევა გადაწყვიტა. 

აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „ნამახვანჰესის“ საკითხზე მედიატორი ვიქნებით

„ნამახვანჰესის“ საკითხზე ვიქნებით მედიატორი, ვმუშაობთ ორივე მხარესთან, რომ არ მოხდეს რადიკალიზაცია და დარჩეს სივრცე დიალოგისთვის“, – აღნიშნა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოს მიერ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გავრცელებული განაცხადების კომენტირებისას.

მისი თქმით, არის გარკვეული კითხვები კონტრაქტის პირობებთან, პროექტის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რომლებზეც საზოგადოებამ სრული ინფორმაცია უნდა მიიღოს.

ამასთან, ანდრია ჯაღმაიძემ დასძინა, რომ საპატრიარქო ჰესის მშენებლობის საკითხში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. მისი ამოცანაა, არ დაუშვას პროცესების რადიკალიზაცია.

რა არის  „ნამახვანჰესი“

„ნამახვანჰესი“ კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. თითოეული კაშხლის ფართობი საქართველოში არსებულ ნებისმიერ კაშხალზე ნაკლებია. მაგალითად, თბილისის წყალსაცავის ფართობი 11,6 კვ.კმ-ია, „ენგურჰესის“ – 13,6 კვ.კმ, შაორის წყალსაცავის – 9,1 კვ.კმ.  

აღსანიშნავია, რომ კაშხლების დახმარებით დარეგულირდება წყლის დონე მდინარეში, რათა ხეობაში წყალდიდობა თავიდან იქნას აცილებული.

პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წლიური წარმოება 15%-ით გაიზრდება. კასკადის მშენებლობაში 830 მილიონი დოლარის დაბანდება იგეგმება.

 

ყველა ახალი ამბავი
0