18:43 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (816)
2638 0 0

ზუსტად 45 წლის წინ, 1976 წლის 16 თებერვალს კამის ავტოქარხნის ეზოდან პირველი „კამაზი“ გამოვიდა. მას შემდეგ რუსეთის გზები წარმოუდგენელია ამ მძიმე სატვირთოების გარეშე.

ნიკოლაი პროტოპოპოვი

უკაპოტო ნიმუში

1960-იან წლებში მზარდმა საბჭოთა მრეწველობამ მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილების მწვავე ნაკლებობა იგრძნო.

ახალი საწარმოს გრანდიოზული მშენებლობა ნაბერეჟნი-ჩელნებში 1969 წელს დაიწყო. ქარხანა წელიწადში 150 ათასი მანქანის გამოშვებაზე იყო გათვლილი.

გამომდინარე იქიდან, რომ გზების ხარისხი თანდათან უმჯობესდებოდა — მთელი ქვეყნის მასშტაბით იგებოდა ახალი ტრასები და ჩქაროსნული მაგისტრალები — კონსტრუქტორებმა ყურადღება მხოლოდ გამავლობის უნარზე კი არ გაამახვილეს, არამედ სატვირთოების კომფორტულობასა და სავალ მახასიათებლებზეც. ამასთან, გაითვალისწინეს ევროპული გამოცდილებაც, სადაც უკაპოტო სატვირთოები იწარმოებოდა — ძრავი კაბინის ქვეშ იყო მოთავსებული. ასეთი აგებულება კაბინას უფრო მოხერხებულსა და ფართოს ხდიდა, აუმჯობესებდა ხედვის შესაძლებლობას და ავტომობილის სიგრძის ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლეოდა.

პროექტში ჩაერთვნენ მოსკოვის ავტოგიგანტ ЗиЛ-ის სპეციალისტებიც, რომლებსაც სატვირთოების ნულიდან შექმნის დიდი გამოცდილება ჰქონდათ. იმ მომენტისთვის ЗиЛ-ს უკვე ჰქონდა შექმნილი უკაპოტო სატვირთოს საცდელი მოდელი ЗиЛ-170, რომელიც იქცა კიდეც პირველი КамАЗ-ის პროტოტიპად. მის ბაზაზე შეიქმნა სამღერძიანი მანქანების მთელი ოჯახი, რომლებსაც რვა ტონის ზიდვა შეეძლოთ.

რამდენიმე წლის განმავლობაში ЗиЛ-მა პერსპექტიული სატვირთოს ათობით ნიმუში შექმნა. პროტოტიპებს საბჭოთა კავშირის ჩრდილოეთ თუ სამხრეთ რეგიონებში ცდიდნენ უგზოობის პირობებში, შემდეგ კი, ტესტირების შედეგების მიხედვით, კონსტრუქციულად ხვეწდნენ მათ.

ამასთან უკვე მაშინ КамАЗ-ს პირდაპირ ადარებდნენ უცხოურ ანალოგებს — ამერიკულ „ფორდსა“ და  გერმანულ „მერსედესს“ თუ „ინტერნეშნლს“.

„მუხლზე“ შეკეთება

© photo: Sputnik / Gydey
სატვირთო ავტომობილი КамАЗ-5320

1976 წლის თებერვალში ნაბერეჟნი-ჩელნების ქარხნის კონვეიერიდან პირველი სერიული КамАЗ-5320 ჩამოვიდა. საბჭოთა საზომებით, ეს ძალიან კომფორტული ავტომობილი იყო — ფართო, სამადგილიანი კაბინით, ხმისა და თერმოიზოლაციით, უსაფრთხოების ღვედებით, მძღოლის რეგულირებადი სავარძლით, მაღალი კლირენსით („პასადკა“), რაც გზის კარგად ხედვის საშუალებას იძლეოდა.

სატვირთო ახალი რვაცილინდრიანი, 11-ლიტრიანი და 210-ცხენისძალიანი დიზელის ძრავითა და ხუთსიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით აღჭურვეს. საწვავის ავზი 200 ლიტრ საწვავს იტევდა. ავტომობილი საათში 80 კმ სიჩქარით მოძრაობისას 100 კილომეტრზე 30 ლიტრ დიზელის საწვავს წვავდა. მუხრუჭები დოლურა-პნევმატური ჰქონდა.

პირველი ორი წლის განმავლობაში ქარხანამ КамАЗ-ების სამი ვერსია გამოუშვა: ბორტიანი რვატონიანი, სამშენებლო თვითმცლელი და გამწევი — 10 და 20 ტონა ტვირთამწეობით.

კამის სატვირთოების ძლიერი მხარე ის იყო, რომ გაუმართაობის აღმოფხვრა, როგორც იტყვიან, „მუხლზე“ შეიძლებოდა. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ ფონზე, როცა საბჭოთა კავშირში ავტოსახელოსნოების განვითარებული ქსელი არ არსებობდა.

სპორტი და ომი

© photo: Sputnik / KAMAZ-master
კამაზ-მასტერის გუნდი რალი-მარათონზე დაკარი

1980-იანების დასაწყისში ნაბერეჟნი-ჩელნებში ექვსტონიანი ყველგანმავლის წარმოება დაიწყეს — 4310 ინდექსით, რომელიც პირველ რიგში არმიისთვის იყო გამიზნული.

არმიულმა КамАЗ-მა საბრძოლო ნათლობა ავღანეთში მიიღო. ეს მანქანები იყო საბჭოთა ჯარებისა და ტვირთების გადაადგილების ძირითადი საშუალება. და მათაც თავი საუეთესო მხრიდან წარმოაჩინეს. საქმე უფრო მაღალ კომფორტში კი არ იყო, არამედ იმაში, რომ КамАЗ-ები გასაოცრად საიმედო და მანევრირებადი იყო.

ავღანეთის ომის წლებში ქარხანა პირველად შეეჯახა დასავლურ სანქციებს. 1980 წელს ამერიკულმა კომპანია Ingersoll Rand-მა, სახელმწიფო დეპარტამენტის ზეწოლით, შეწყვიტა ძრავების ცილინდრების დასამუშავებელი ავტომატური ხაზისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილების მიწოდება, რასაც მანამდე გაფორმებული კონტრაქტი ითვალისწინებდა.

იმპორტჩანაცვლებაში მეცნიერებათა აკადემია და წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები ჩართეს. და უცხოელებზე დამოკიდებულება აღმოიფხვრა.

45 წლის განმავლობაში ნაბერეჟნი-ჩელნების ქარხანამ 2 მილიონზე მეტი სხვადასხვა მოდიფიკაციის სატვირთო გამოუშვა. ბევრი მოდელი მსოფლიოს ათობით ქვეყანაში იყიდებოდა.

1988 წელს ჩამოყალიბდა საქარხნო გუნდი КАМАЗ-мастер, რათა სატვირთოების რალიში მიეღოთ მონაწილეობა უგზოობის პირობებში. და, ყველასთვის მოულოდნელად, იმ დროისათვის უცნობმა საბჭოთა მრბოლელებმა შეჯიბრების მუდმივ ლიდერებს გადაუსწრეს და საპრიზო ადგილები დაიკავეს.

1990 წელს კი კამელმა სპორტსმენებმა საერთაშორისო რბოლა „დაკარში“ მონაწილეობაზე წარადგინეს განაცხადი და 1996 წელს გაიმარჯვეს კიდეც შეჯიბრებაში.

მას შემდეგ სპეციალურად აწყობილმა КамАЗ-ებმა 27-ჯერ იბრძოლეს პირველობისთვის საავტომობილო წარმოების მსოფლიო ლიდერებთან მარათონში და 15 გამარჯვება მოიპოვეს.

თემები:
რუსეთი დღეს (816)

მთავარი თემები