საქართველოს ხელისუფლება VS ოპოზიცია: არსებობს თუ არა მოლაპარაკების იმედი

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმში ოპოზიციის აქცია
ბათუმში ოპოზიციის აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ პარლამენტის საბოლოოდ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და მმართველ პარტიას კვლავ მოლაპარაკება შესთავაზა.

სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განაცხადები ოპოზიციამ ჯერ კიდევ დეკემბერში შეიტანა, როდესაც მეათე მოწვევის პარლამენტი თავის პირველ სხდომაზე შეიკრიბა. თუმცა მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა აქვს მოპოვებული, ოპოზიციას მოსაფიქრებლად დრო მისცა. პარალელურად კი იმ ცვლილებათა პაკეტის განხილვა დაიწყო, რომელთა მიღების შედეგად მეამბოხე სუბიექტებს დაფინანსება ჩამოერთმევათ.

თუმცა „ქართული ოცნების“ იმედები არ გამართლდა და ოპოზიციამ არ გადაიფიქრა.

მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
„ყველაფერი ოპოზიციისთვის": მმართველ გუნდს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შეაქვს

„ვაცხადებთ, რომ მუქარა ოპოზიციური პარტიებისთვის საკანონმდებლო დონეზე სადამსჯელო სანქციების შემოღების შესახებ და მანდატების შეჩერების პროცესის გაწელვა არანაირ შედეგს არ გამოიღებს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს ექვსი ოპოზიციური პარტია აწერს.

ერთობლივ განცხადებას ხელი არ მოაწერა „პატრიოტთა ალიანსმა“, რომელმაც საბოლოოდ დაკარგა საპარლამენტო პარტიის სტატუსი, ხოლო მის ადგილებს პარლამენტში იკავებს ყველასათვის უცნობი ახალი ძალა „ევროპელი სოციალისტები“. აგრეთვე განცხადებას ხელი არ მოაწერეს პარტიებმა „მოქალაქეები“ და „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.

ამასთან, თუ „მოქალაქეები“ მზად არიან პარლამენტში შესასვლელად, „გირჩი“ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება და ჯერ კიდევ იტოვებს იმედს, რომ ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნდება.

მოლაპარაკებების აჩრდილი

ამავე განცხადებაში ოპოზიციური პარტიები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის მმართველ პარტიასთან, მაგრამ მხოლოდ მთავარი მოთხოვნის შესახებ – ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე.

ამ მოთხოვნას კატეგორიულად არ ეთანხმება „ქართული ოცნება“. უფრო მეტიც, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ მიანიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია უარი უთხრას ოპოზიციას პარლამენტის დატოვებაზე.

ზაალ უდუმაშვილი - Sputnik საქართველო
უდუმაშვილი: ოპოზიციას მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის მოლოდინი აღარ აქვს

„ოპოზიციას სურს ეს საკითხი გამოიყენოს არა სამართლიანობისთვის, არამედ რაღაც დესტრუქციული პროცესების განვითარების მიმართულებით და ასევე საკუთარი თავის უფლებააყრილად წარმოჩენის მიზნით, მთლიანობაში – საქართველოს ინტერესების დაზიანების მიზნით. წინასწარ ვერ გეტყვით, პარლამენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ... ფაქტია, საერთაშორისო დონეზე მკაცრი მოთხოვნაა, რომ პარლამენტში იყოს მუშაობა და არა პირიქით, დაპირისპირების ეს ხარისხი იყოს შენარჩუნებული პოლიტიკურ ველზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ხოლო როგორც მისმა თანაპარტიელმა გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ ოპოზიცია ან თუნდაც მისი ნაწილი გონს მოეგება და შევა პარლამენტში, თუმცა მოლაპარაკებების გაგრძელებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი დასვა.

„ოპოზიციის განცხადება, რომ მოლაპარაკებას დავუბრუნდეთ, ეს არის „გაღმა შეედავეს“ პრინციპი იქიდან გამომდინარე, რომ მათ ახალი არაფერი უთქვამთ არც საზოგადოებისთვის და არც საკუთარი ამომრჩევლისთვის, გარდა აბსურდული მოთხოვნისა, რაც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
წილოსანი: იმედი გვაქვს, რომ პარლამენტს ოპოზიციონერი დეპუტატები შეემატებიან

იმ დღემდე კი, როდესაც პარლამენტი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას იმ ერთადერთ საკითხზე, რომელიც ოპოზიციას ვაჭრობის საბაბს აძლევს, სადეპუტატო მანდატებზე, სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მანდატების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პარლამენტს უკვე შეუძლია აღარ გაითვალისწინოს ოპოზიციის შეხედულება და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილები, წინასწარი გათვლებით, 99 ადამიანის შემადგენლობით მიიღოს. მართალია, ის ვერ შეძლებს საკონსტიტუციო კანონების მიღებას, მაგრამ თავისი სურვილისამებრ ნებისმიერ სხვა კანონს შეცვლის.

მეტიც, მმართველ პარტიას უკვე აღარ აქვს შეთანხმების იმედი, ამიტომ ის უახლოეს დროში მიიღებს ცვლილებებს, რომლებიც „ალიანსიდან“ შესულ მცირერიცხოვან ჯგუფს მისცემს შესაძლებლობას, ჰყავდეს თავისი წარმომადგენლები კომიტეტებში, დაესწროს საპარლამენტო ბიუროს და ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაიკავოს.

ყველა ახალი ამბავი
0