10:07 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
30 0 0

მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნა კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის ალბათობას პრაქტიკულად ნულამდე ამცირებს.

ის აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელმძღვანელებს მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას — სახლებში დაბრუნებისა. ეს რუსეთის საგარეო პოლიტიკის ეფექტურობის, შეიარაღებული ძალების უზადო ორგანიზაციისა და საბრძოლო მზადყოფნის მაღალი დონის დემონსტრაციაა.

სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონაში მოქმედებებით გამორიცხავს დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეიარაღებულ შეტაკებას. რუსეთის სამხედრო–კოსმოსური ძალების სამხედრო–სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავები განაგრძობენ მე–15 მოტომსროლელი ბრიგადის ქვედანაყოფებისა და ტექნიკის გადასროლას, რომლებიც საიმედო გარანტი ხდება სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისთვის. ოპერაციის დაწყების შემდეგ სტეპანაკერტსა და მთიანი ყარაბაღის სხვა დასახლებულ პუნქტებში სომხეთის ტერიტორიიდან ოთხი ათასზე მეტი ლტოლვილი დაბრუნდა. მარტო 19 ნოემბერს, სამშვიდობოების დაცვით, 27 ავტობუსით 1200–ზე მეტი კაცი დაბრუნდა.

ურთულესი ჰუმანიტარული ამოცანების გადასაჭრელად მთიან ყარაბაღში, რეაგირების უწყებათშორისი ცენტრის შემადგენლობაში, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რაზმი და ასევე ხუთი სპეციალიზებული — ჰუმანიტარული განაღმვის, სამედიცინო, სატრანსპორტო და სავაჭრო–საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფისა და დაპირისპირებული მხარეების შერიგების სტრუქტურა მოქმედებს.

მონიტორინგის პოსტები, პატრულირება და საპოლიციო ფუნქციები უსაფრთხოების ზონებში „ჩრდილოეთი“ და „სამხრეთი“ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. რუსი სამშვიდობოები სამოქალაქო ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობას უზრუნველყოფენ ლაჩინის დერეფანში, ამოწმებენ ავტომობილებს, რათა იარაღის შეტანა აღკვეთონ. რუსეთის ოპერაციის ბევრი ამოცანა, სტრუქტურა, მექანიზმი და ალგორითმი  ყარაბაღში ესოდენ ხილული არ არის. ყარაბაღის სიტუაციას ისტორიაში ანალოგი არ აქვს და სამხედრო მოსამსახურეებს უმკაცრეს მოთხოვნებს უყენებს. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური გააკონტროლებს, თუ როგორ უზრუნველყოფს სომხეთი სატრანსპორტო კავშირს აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებსა და ნახჭევანის ავტონომიას შორის. რუსეთის მთავრობა სამშვიდობოების საქმიანობისთვის გაწეულ ფინანსურ ხარჯებს თავად დაფარავს. ასეთი ოპერაციის ფასი ასობით მილიონი დოლარია წელიწადში, მაგრამ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოება ფულით არ იზომება.

ოპერაციას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, რეიტინგი — უმაღლესი. რუსეთის მისია ყარაბაღში მრავალრიცხოვანი არ არის (გაეროს საზომით), მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიასა და კასპიის რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.

ახლო საზღვარგარეთი

ცოტა ხნის წინ მთიან ყარაბაღში მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ დსთ–ს ქვეყნებს შორის შეიარაღებული კონფლიქტების პოტენციალი ნარჩუნდება. ამის სამაგალითოდ შორს წასვლა საჭირო არ არის.

დღეს მოლდოვის არცეულმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ საპროგრამო განცხადება გაავრცელა დნესტრისპირეთიდან რუსი სამხედროების გაყვანის აუცილებლობის შესახებ. შესაძლოა მას დაავიწყდა, რომ ეს ერთადერთი რეგიონია აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე, სადაც სამშვიდობო კონტინგენტის შეყვანის შემდეგ 1992 წელს, შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე, საოამრი მოქმედებები შეწყდა და უკვე 28 წელია, აღარ განახლებულა.

დნესტრისპირეთში რუსეთის ჯარების ოპერატიული ჯგუფია განთავსებული. მისი ერთ–ერთი მტავარი ამოცანა — ეს ძველი საბღძოლო მასალების უზარმაზარი და უკიდურესად საშიში არსენალის დაცვაა (20 ათას ტონაზე მეტი) დასახლებულ პუნქტ კოლბასნას სიახლოვეს (1990-იანების დასაწყისში სწორედ იქ ეზიდებოდნენ საბჭოთა არმიის საბრძოლო მასალებს გერმანიიდან, უნგრეთიდან პოლონეთიდან). ადგილზე არსენალების განადგურება შეუძლებელია, გატანაც პრობლემატურია — საჭიროა დაახლოებით 2500 ვაგონი, მაგრამ საბრძოლო მასალების დაახლოებით 57% უკვე არატრანსპორტაბელურია. თუ რუსები იქიდან წავლენ, მოლდოვაში ვითარება ფეთქებადსაშიში გახდება — პირდაპირი მნიშვნელობით.

სამშვიდობოების ეფექტურობის მაგალითად ცენტრალური აზიის მიმართულება შეიძლება მოვიყვანოთ. შეგახსენებთ, რუსეთმა, ყაზახეთმა, უზბეკეთმა და ყირგიზთმა 1993 წელს ხელი მოაწერეს კოლექტიური სამშვიდობო ძალების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლებიც რეგიონული სტაბილურობის საფუძვლად იქცა. იმავე წელს სამშვიდობოების კოლექტიური ძალისხმევით შიარაღებული კონფლიქტის ჩაქრობა მოხერხდა ტაჯიკეთში. რესპუბლიკაში რუსეთის უსაფრთხობის ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ძალების ოპერატიული ჯგუფი დარჩა, ხოლო 2005 წელს რუსეთის 201–ბაზა დაარსდა, რომელიც არსით სამშვიდობოა.

იუგოსლავიიდან ანგოლამდე

რუს სამშვიდობოებს მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ და შემთხვევითი არ არის, რომ სამხედრო დამკვირვებლების რაოდენობით, გაეროში რუსეთი პირველ ათეულში შედის.

რუსმა სამხედროებმა გამოცდილების მიღება 1992 წლიდან დაიწყეს გაეროს ოპერაციებში იუგოსლავიაში, სადაც რუსული კონტიგენტი 1600 კაცით იყო წარმოდგენილი. ანალოგიური ამოცანები მოგვიანებით შესრულდა ანგოლაში, ლიბერიაში, მოზამბიკში, რუანდაში, კოტ–დ’ივუარში, ბურუნდიში, ეთიოპიაში, სუდანში, ჩადის რესპუბლიკაში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

სამშვიდობო ძალების როტაცია ექვს თვეში ერთხელ  ხდება და ეს სამხედროების სულიერი ძალისა და ფიზიკური ამტანობის მკაცრი გამოცდაა. სადამკვირვებლო მისიები თითქმის შეუიარაღებელია, სამშვიდობო ძალების ოეპრაციები უპირატესად მსუბუქად არიან შეიარაღებული.

რუსი სამშვიდობოები წელს გაეროს ცხრა მისიაში მონაწილეობენ: დასავლეთ საჰარაში (MINURSO), ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (MINUSCA), კონგოში (MONUSCO), კვიპროსზე (UNFICYP), в სუდანში (UNISFA), კოსოვოში (UNMIK), სამხრეთ სუდანში (UNMISS), ახლო აღმოსავლეთში (UNTSO), კოლუმბიაში (UNVMC).

უმსხვილესად მიიჩნევა გაეროსა და აფრიკის კავშირის  სამშვიდობო მისი, რომელიც სუდანშია განთავსებული (20 ათასზე მეტი სამხედრო). მიუხედავად ეგზოტიკური გეოგრაფიისა, ეს მძიმე სამუშაოა, რომელსაც გამუდმებით ახლავს სიცოცხლისთვის რისკი. პლანეტაზე ყოველწლიურად ასამდე სამშვიდობო იღუპება და უმეტეს შემტხვევაში, მიზანმიმართული თავდასხმების შედეგად.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

მთავარი თემები