15:32 25 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
112 0 0

ყველასათვის ცნობილია, რომ კინოთეატრები 17 მარტიდან ოფიციალურად დაიკეტა საქართველოს საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ ქართველი კინო მოყვარულები, ფილმების პრემიერების ახალ თარიღებს მსოფლიოც ელოდება.

შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, არა ერთმა კინოსტუდიამ მიიღო გადაწყვეტილება მოსალოდნელი ფინანსური ზარალისა თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკებიდან გამომდინარე, საკუთარი პროდუქციის პრემიერის თარიღი ჯერ ოპტიმისტური იმედით ზაფხულისთვის გადაედოთ, შემდეგ კი - ზამთრამდე. ზოგ მაყურებელს კი, ნანატრი ფილმის პრემიერის ნახვა 2021 წელს მოუწევს.

Афиша в кинотеатре
© Sputnik / Alexander Imedashvili
Афиша в кинотеатре

გაუქმებული თუ გადადებული წარმოებების და ღონისძიებების სია დღითი დღე იზრდება. მსოფლიო კინოინდუსტრიამ 5 მილიარდ დოლარზე მეტი უკვე დაკარგა, ვარაუდობენ, რომ ეს ციფრი $20 მილიარდამდე გაიზრდება. 

ბოლო დროს The Walt Disney Company-მ უკვე გამოაცხადა რამოდენიმე პრემიერის გადადების შესახებ. გამოსვლის თარიღების ცვლილება განსაკუთრებულად შეეხო მარველის ფილმებს რომელთა პრემიერის თარიღებმაც საკმაოდ შორს გადაიწია. როგორც ჩანს გამონაკლისი არც შავი ქვრივი ყოფილა.

შავი ქვრივი - Black Widow
ნატაშა რომანოვი, რომელსაც სოკოვიაში მომხდარი დაუმორჩილებლობისა და სტივ როჯერსის დახმარების გამო მთავრობა დევნის, მარტო რჩება და იძულებულია, ანგარიში გაასწოროს...

სკარლეტ იოჰანსონის გმირის, ნატაშა რომანოვის იდუმალებით მოცულ წარსულს ფარდა 2020 წლის მაისში უნდა ახდოდა, თუმცა პანდემიის გამო დისნეიმ გადაწყვეტილება მიიღო, „შავი ქვრივის“ პირველი სოლო ფილმის პრემიერა ნოემბრამდე გადადოს.

დოქტორი სტრეინჯი 2 - Doctor Strange 2

„დოქტორი სტრეინჯი 2“ ეკრანებზე 2021 წლის 5 ნოემბერს გამოვა. აქამდე პრემიერის თარიღად 2021 წლის 7 მაისი სახელდებოდა. 

პერსონაჟი დოქტორი სტრეინჯი, რომლის როლსაც ბენედიქტ კამბერბეტჩი ასრულებს, ბოლოს ფილმში „შურისმაძიებლები 3: უსასრულობის ომი“ გამოჩნდა და გულშემატკივრებში დიდი პოპულარობაც მოიპოვა. რაც შეეხება უშუალოდ ახალ გარეგნობას, მის შესახებ მარველის ვიზუალური დეპარტამენტის უფროსის, რაიან მეირენდინგის პოსტიდან ვგებულობთ, რომ კოსტიუმს რამოდენიმე ახალი დეტალი აქვს დამატებული. ასე რომ, „დოქტორი სტრეინჯი“ ახალ ნაწილში განსხვავებულ მოსასხამს მოირგებს.

ჯეიმს ბონდი – No Time To Die

ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის პრემიერა, რომელიც 8 აპრილს უნდა შემდგარიყო, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ნოემბრამდე გადაიდო. ყველაზე პოპულარული ბრიტანელი ჯაშუშის როლში დენიელ კრეიგი კინოეკრანებზე უკანასკნლად უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა კორონავირუსმა აგენტი 007-ის გეგმებიც შეცვალა.

უნდა ითქვას, რომ ჯეიმს ბონდის ამ ფილმს დაბრკოლებები არც COVID-19-მდე აკლდა. ფილმმა დაკარგა პირვანდელი რეჟისორი, პრემიერის თარიღი კი უკვე ორჯერ შეცვალეს. პანდემიის გამოცხადებიდან ერთ კვირაში, 4 მარტს, პრემიერის გადადება დააანონსეს.

ჯეიმს ბონდზე ახალი ფილმის პირველი ტრეილერი გასული წლის ბოლოს გამოქვეყნდა. ფილმის სახელწოდებაა „სიკვდილის დრო არ არის“. ბრიტანელი სპეცაგენტის როლს უკვე მეხუთედ დენიელ კრეიგი, ხოლო მთავარ ბოროტ პერსონაჟს რამი მალეკი თამაშობს.

მშვიდი ადგილი 2 - A Quiet place 2

პრემიერის თავდაპირველი თარიღი: მარტი, 2020
პრემიერის ახალი თარიღი: უცნობია

ჯონ კასინსკის პოსტაპოკალიფტური ფილმის, A Quiet place-ის პრემიერა 2020 წლის მარტში იყო დაგეგმილი, თუმცა პარამაუნთ ფიქჩერზმა, სხვა კინოსტუდიების მსგავსად, პრემიერა წლის ბოლომდე გადადო. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის შედგება A Quiet place 2-ის პრემიერა.

ფილმის მეორე ნაწილში სახლში მომხდარი მოვლენების შემდეგ, აბატის ოჯახი გარე სამყაროს ტერორის წინაშე აღმოჩნდება. უცხო მიწებზე იძულებით მოგზაურობისას აღმოაჩენენ, რომ მხოლოდ იმ ურჩხულების არ უნდა ეშინოდეთ, რომლებიც ხმაზე რეაგირებენ...

ფორსაჟი 9 - Fast And Furious 9

კორონავირუსის გავრცელების გამო, ფორსაჟის მეცხრე ნაწილის პრემიერა ერთი წლით გადაიდო. F9 დიდ ეკრანებზე 2020 წლის 22 მაისს უნდა გამოსულიყო, თუმცა ავტორების განცხადებით, ფილმი 2021 წლის აპრილში გამოვა.

Universal-სთვის ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ საუკეთესო გზაა ფილმის შემოსავლისთვის.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართველ მაყურებელს კიდევ ერთი წელი მოუწევს ლოდინი იმის სანახავად, საქართველოს რომელი ადგილები მოხვდა ფილმში.

საუკეთესო მსროლელი: მავერიკი - Top Gun: Maverick

როგორც ჩანს, ახალი კორონავირუსი „შეუსრულებელი მისიის“ ვარსკვლავ ტომ კრუზისთვისაც დაბრკოლებად იქცა. პანდემიის გამო გადაიდო Top Gun-ის პრემიერაც, რომელსაც მაყურებელი 30 წლის განმავლობაში ელოდა. ორიგინალი ინსტალაცია ტომ კრუზის მონაწილეობით 1996 წელს გამოვიდა, Maverick-ის სანახავად კი კინომოყვარულებს კიდევ რამდენიმე თვის მოცდა მოუწევთ.  ფილმი ეკრანებზე 2020 წლის 23 დეკემბერს გამოვა.

ფილმი 1986 წელს გამოსული Top Gun-ის meore ნაწილია, თავის დროზე ამ ფილმმა ტომ კრუზი მსოფლიო ვარსკვლავად აქცია.

მინიონები: გრუს აღზევება - Minions: The Rise of Gru

პატარა მოუსვენარი და ყვითელი არსებების, მინიონების მხიარული თავგადასავლების გაგრძელება, რომლებიც ყოველთვის ყველაზე ცნობილ ბოროტმოქმედებს ეძებენ და მათ ემსახურებიან …

ანიმაციური ფილმის პრემიერა სამ ივლისს იყო დაგეგმილი, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ახალი კორნავირუსის გამო „გრუს აღზევების“ პრემიერაც გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ბეტმენი - The Batman

ბეტმენის ახალი ფილმის The Batman-ის გამოსვლა 2021 წლის ოქტომბრამდე გადაიდო. ფილმის გამოსვლა დაგეგმილი 2021 წლის 25 ივნისს იყო, თუმცა…

ფილმში ბეტმენის როლს რობერტ პატინსონი ასრულებს, მან ბენ აფლეკი ჩაანაცვლა. კატა-ქალის როლს ზოი კრავიცი მოირგებს, ხოლო ბოროტმოქმედი პინგვინის როლს ბენ აფლეკი შეასრულებს.

პატინსონს COVID-19 დაუდგინდა, რამაც Warner Bros.-ს აიძულა, გადაღებები კვლავ შეეწყვიტა.

იმ დროისთვის უცნობი იყო, რამდენი ხნით შეფერხდებოდა ფილმზე მუშაობა. პატინსონის ჯანმრთელობის გარდა ისიც გასარკვევი იყო, ვირუსი ფილმზე მომუშავე გუნდიდან ვინმეს ხომ არ გადაედო. მარტში ფილმზე მუშაობის შეჩერებისას The Batman-ის მხოლოდ 25% იყო გადაღებული, ამიტომ გუნდს ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო ჰქონდა და ხანგრძლივ შეფერხებას მათი გეგმების შეცვლაც შეეძლო...

მორბიუსი - Morbius

ბიოქიმიკოსი მაიკლ მორბიუსი ცდილობს, სისხლის იშვიათი დაავადება დაამარცხოს, თუმცა ამის ნაცვლად შემთხვევით საკუთარ თავს ვამპირად აქცევს...

მარველის კომიქსების ვამპირი პერსონაჟის შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერა 2020 წლის ივლისში იყო დაგეგმილი. ფილმში მორბიუსის როლს ჯარედ ლეტო ასრულებს. ფილმის ვარსკვლავმა გლობალური პანდემიის შესახებ დაგვიანებით შეიტყო, რადგან 12 დღის განმავლობაში უდაბნოში მედიტაციით იყო დაკავებული. როგორც ჩანს, „Sony“, რომელიც ამ ფილმს იღებს, მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში იყო. შესაბამისად, მორბიუსის პრემიერა მომავალი წლის მარტისთვის გადაიტანეს.

ბევრი კომპანია ცდილობს საკუთარი ენერგია და რესურსი ეფექტიანად გამოიყენოს კარანტინის პერიოდში, იმ იმედით, რომ შექმნილი მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება და  რაც შეიძლება მალე დაიწყებენ აქტიურ წარმოებას. ერთი მხრივ, ბევრს გამოუთავისუფლდა დრო ისეთი საქმეებისთვის, რაც უკანა პლანზე იწევდა ყოველდღიური რუტინის პირობებში, მათ შორის, გადასაღებ მოედანზეც კი.

 

მთავარი თემები