03:12 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (831)
194 0 0

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტს ნოემბრის ბოლოს წარედგინება და მას საკანონმდებლო ორგანოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცებს

 

თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.

პარლამენტის კომიტეტებში დოკუმენტის განხილვის გრაფიკის თანახმად, კანონპროექტი მთავრობას დეპუტატების შენიშვნებისა და რეკომენდაციების გასათვალისწინებლად 20 ოქტომბერს  დაუბრუნდება. დამუშავებული ბიუჯეტი პარლამენტში ნოემბერში დაბრუნდება და მას ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანო წლის ბოლომდე დაამტკიცებს.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი არსებითად შეიცვლება

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბიუჯეტის პარამეტრები გადაიხედება დოკუმენტის საბოლოო ვერსიის მომზადებისას. 

 „მთავრობამ მოიწონა და პარლამენტში წარადგინა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი. რა თქმა უნდა, ეს არის პირველადი ვერსია და მოხდება მისი მნიშვნელოვანი გადამუშავება. მოგეხსენებათ, COVID–19-ის პანდემიის გამო, ჯერჯერობით, გაურკვევლობა ძალიან ბევრია. თუმცა, ჩვენ კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, ბიუჯეტი პარლამენტში უკვე წარვადგინეთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, პარლამენტში წარდგენილი ვერსია ჯერ არ ასახავს პანდემიის წინააღმდეგ მიმართულ ხარჯს.

 „პანდემიის წინააღმდეგ ღონისძიებების ნაწილი ბიუჯეტში ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის – არც ჯანდაცვის, არც სოციალური და ეკონომიკის მხარდაჭერის მიმართულებით, ვინაიდან ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია გაურკვევლობა. ვფიქრობთ, ოქტომბრის თვე და ნოემბრის შუა პერიოდი მოგვცემს იმის ანალიზის საფუძველს, რა უნდა გავითვალისწინოთ 2021 წლის ბიუჯეტში და საბოლოო ვარიანტში ეს ყველაფერი აისახება. კერძოდ, ჯანდაცვის ნაწილში მნიშვნელოვანი იქნება, რა ინფორმაცია იარსებებს ვაქცინაზე“, - აღნიშნა კაკაურიძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, აუცილებელია ვაქცინის შეძენასთან ან განმეორებით ტესტირებასა და მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინება.

 „სოციალური კუთხით, ჩვენ ვნახავთ, რა საჭიროებები იქნება. ის პაკეტები, რაც წელს გვქონდა, ბუნებრივია, ყველაფერი ვერ გაგრძელდება, თუმცა, ეფექტურობიდან გამომდინარე, ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, კვლავ გაგრძელდეს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისი თქმით, ამას აჩვენებს მსჯელობა, ანალიზი, თუ რა პროცესები შეიძლება წარიმართოს 2021 წლის განმავლობაში და იმის მიხედვით მოხდება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის ფორმირება.

რა მონაცემების საფუძველზეა შედგენილი ბიუჯეტი

საქართველოს მთავრობის პროგნოზის თანახმად,  2021 წელს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა 5% იქნება.

კაკაურიძემ აღნიშნა, რომ პროგნოზი დამოკიდებულია ეკონომიკურ მოლოდინებზე მსოფლიოს მასშტაბით.

 „ოქტომბერში ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლიურ შეხვედრაში, სადაც გამოქვეყნდება მსოფლიო ეკონომიკის განახლებული პროგნოზები. სწორედ ამის მიხედვით გვექნება უფრო სწორი ანალიზისა და სწორი დაგეგმვის საფუძველი იმასთან დაკავშირებით, რა ტიპის დახმარება დასჭირდება ეკონომიკას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

ამიტომაც მთავრობამ გადაწყვიტა, დოკუმენტი შეუსაბამოს შემდეგ ეკონომიკურ პარამეტრებს. 2021 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი (4%-იანი დეფლატორის გათვალისწინებით) უკვე დაუბრუნდება 5%–იანი ზრდის ნიშნულს. ინფლაცია 3%-ს გაუტოლდება. სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი კი სსფ-ს მეთოდოლოგიით არ უნდა აღემატებოდეს 2,6%-ს მშპ-სთან მიმართებით.

ნომინალური მშპ მომავალ წელს 54,5 მილიარდი ლარის დონეზე იგეგმება.

სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 17,1 მილიარდი ლარით განისაზღვრა, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები - 15,6 მილიარდი ლარით, დონორების მხრიდან დაფინანსება კი - 1,5 მილიარდი ლარით.

ქართული ეკონომიკა კვლავ მინუსებშია – სტატისტიკის ახალი მონაცემები>>>

სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები დაგეგმილია 14,8 მილიარდი ლარის დონეზე, მათ შორის, ბიუჯეტის შემოსავლები - 11,3 მილიარდი ლარის დონეზე. ბიუჯეტში 10,5 მილიარდი ლარის ოდენობის საგადასახადო შემოსავლებია მოსალოდნელი, გრანტები კი - 0,3 მილიარდი ლარის ოდენობით.

საგარეო ვალდებულებების ზრდა დაგეგმილია 2,2 მილიარდი ლარის დონეზე.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (831)

მთავარი თემები