01:58 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
270 0 0

სამხედრო კონფლიქტები, უპირველეს ყოვლისა, ტექნოლოგიების ბრძოლაა. რუსეთის შეიარაღებულ ძალებში დინამიკური ცვლილებები საბრძოლო გამოყენების ყველა სფეროში ხდება.

რუსეთი შეიარაღებაში უპირატესობას მიმართულებების ფართო სპექტრში წარმოაჩენს, დისტანციური დანაღმვისა და განაღმვის მანქანების ორბიტული სისტემების ჩათვლით.

სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის რეპეტიციებისას შეიარაღებისა და ტექნიკის 24 უახლეს ნიმუშს შორის პირველად გამოჩნდა დისტანციური დანაღმვისა და განაღმვის მანქანები Земледелие და Листва. პირველ მათაგანს აქვს უნარი, თანამგზავრის მეშვეობით ზუსტად დაადგინოს ნაღმების მდებარეობა რეაქტიული აფეთქების წერტილიდან 15 კილომეტრით დაშორებული ადგილიდან, ხოლო მეორეს ნაღმის 100 მეტრიდან გარანტირებული განადგურება შეუძლია. უახლესი სისტემები სერიულად იწარმოება და რუსეთის არმიის შეიარაღებაში შედის. 

ტექნიკური პროგრესი ცვლის საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკას და ხდის მას უფრო ეფექტურსა და „უკონტაქტოს“. მოწინავე რუსული გამოგონებები მოწინააღმდეგის ქვეითი ჯარების წინსვლის შეჩერების საშუალებას იძლევა შორეულ საზღვრებზე უშუალო საბრძოლო კონტაქტის გარეშე, და ასევე შესაძლებელს ხდის დისტანციურად განადგურდეს დივერსიული რადიომართვადი ნაღმები და ფუგასები.

ზუსტი დარტყმა

ტერიტორიის დანაღმვას თავდაცვით და საიერიშო ოპერაციებში იყენებენ, ქვეითი ჯარების მანევრების შესაფერხებლად, მაღალმობილური მოიერიშე დაჯგუფებების ან საჰაერო დესანტის გადმოსხმის შესაკავებლად, კომუნიკაციების გასანადგურებლად, მოწინააღმდეგის ზურგის საქმიანობის დასარღვევად და ასევე საკუთარი ფლანგებისა და სხვა სისუსტეების დასაცავად. ამასთან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილის დანაღმვის სისწრაფე და სიზუსტე.

საინჟინრო სისტემით დისტანციური დანაღმვა ათ წუთშია შესაძლებელი. ეს ოპერატიული და საბრძოლო მოქმედებების სივრციდან მთელი რაიონების „გამოთიშვის“ შესაძლებლობას იძლევა. დანაღმვის ეს მეთოდი ყველაზე უსაფრთხოდ და მანევრულად მიიჩნევა.

დისტანციური დანაღმვის რუსული საინჟინრო სისტემა Земледелие, რომელიც ავტომობილ КамАЗ-ის ბაზაზეა შექმნილი, წარმოადგენს ზალპური ცეცხლის 50-ლულიან დანადგარს, რომელიც სროლას სპეციალურად შექმნილი 122 მმ-იანი, სხვადასხვა ტიპის ნაღმებით აღჭურვილი რეაქტიული ჭურვებით აწარმოებს. ახალი თაობის თანამედროვე მაღალეფექტური საბრძოლო საშუალებები სრულად შეესაბამება საერთაშორისო შეთანხმებებს თვითლიკვიდაციის შესახებ. შესაძლებელია „მორიგე“ წინაღობების დაყენება, რომლებიც გარკველ დროს თავისით განადგურდება ან უსაფრთხო რეჟიმზე გადავა.

რეაქტიული დანადგარი Земледелие საბრძოლო საშუალებებს პოზიციური რაიონიდან 5–15 კილომეტრის დაშორებიდან „თესავს“. თანამგზავრული ნავიგაციისა და ავტომატური მართვის წყალობით ნაღმები ზუსტად ჯდება მონიშნულ ადგილებში. სისტემის ავტონომიური მეტეოსადგური აკორექტირებს სროლას ქარის მიხედვით. ამასთან სროლისთვის მონაცემების დამუშავება, წერტილებზე ცეცხლის გახსნა და ტრანსპორტის გამოძახება გადასატვირთად ავტომატურად ხორციელდება. სისტემა მობილურია, აქვს მაღალი გამავლობა და შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში მოქმედება. მანქანის კაბინა დაჯავშნულია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დისტანციური მონიტორინგის სისტემებს 2020 წლიდან იღებს. უწყება არ ამხელს შეძენილი მანქანების რაოდენობას, ასევე მიწოდების ტემპებსა და კონტრაქტის თანხას.

ნატოს ძირითად არმიებში (აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია) ასევე არის შეიარაღებაში დისტანციური დანაღმვის საავიაციო, რეაქტიული, საარტილერიო, საინჟინრო სისტემები, რომლებიც მოკლე დროში დიდი ფართობის დანაღმვის საშუალებას იძლევა. დანაღმვის ტექნოლოგიების სრულყოფა განუწყვეტლად მიმდინარეობს. ბევრ რუსულ მიღწევას „დანაღმულ ველზე“ ანალოგი არ აქვს მსოფლიოში.

საბრძოლო მიკროტალღური ღუმელი

დისტანციურ განაღმვის მანქანა Листва-ს შეუძლია ნაღმებისა და ფუგასების აღმოჩენა 100 მეტრამდე მანძილში. ეს სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებში შემოწმდა.

Листва სარაკეტო ჯარებში 2017 წელს გამოჩნდა, მაგრამ გამარჯვების აღლუმში პირველად მიიღებს მონაწილეობას. რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო კომპლექსის დანიშნულება ასაფეთქებელი მოწყობილობების განეიტრალებაა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების გამშვები მობილური დანადგარების მოძრაობის გზაზე.

ჯავშანმანქანა, რომელსაც ზემაღალი ხარისხის გამოსხივების ბლოკი აქვს, საბრძოლო პატრულირების მარშრუტზე მოძრაობს სარაკეტო კომპლექსის წინ და აფეთქებს რადიომართვად ნაღმებსა და ფუგასებს გზიდან საკმაოდ დაშორებით.

დისტანციური განაღმვის მანქანას აქვს ლითონის ელემენტებიანი ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენისა და ელექტრონული კომპონენტების შემცველი საინჟინრო საბრძოლო საშუალებების განადგურების უნარი. წარსულში ამ ტექნოლოგიას არ იყენებდნენ, დღეს კი სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებში დაახლოებით 150 ერთეული Листва შედის.

ჯავშანმანქანის სახურავზე არის პარაბოლური ანტენა, რომელიც აღმოჩენილ ნაღმს ზეგამოსხივებით ანადგურებს. მისი მოქმედების კუთხე 90 გრადუსს შეადგენს. განაღმვის ზოლის სიგანე 50 მეტრია. ეკიპჟისთვის შექმნილია სპეციალური კოსტიუმები ლითონის ძაფებით, რათა ისინი ელექტრონული გამოსხივებისგან დაცული იყვნენ.

Листва-ს ზუსტი ტექნიკური მახასიათებლები საიდუმლოა, მაგრამ ღია წყაროების მონაცემებით, მას ნაღმების აღმოჩენა 100 მეტრიდან შეუძლია საათში 15 კმ სიჩქარით მოძრაობისას. მისი შემქმნელი რიაზანის საკონსტრუქტორო ბიურო „გლობუსია“.

თუ უფრო ფართოდ განვიხილავთ, რადიოელექტრონულ იარაღს შეუძლია დისტანციურად ააფეთქოს ჭურვი ტანკის კოშკურაში, ან „გაჭედოს“ დატენვის ავტომატიკა, ასევე გაანადგუროს მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა მიწისქვეშ 100 მეტრამდე სიღრმეზე განთავსებულ საფარში. მსგავს იარაღს მოწინააღდეგის ტექნიკის ნეიტრალიზების უნარი აქვს დაზიანების ტრადიციული საშუალებების გამოყენების გარეშე. ელექტრომაგნიტური გამოსხივების მოძრავ გენერატორებს შეუძლია მწყობრიდან გამოიყვანოს მოწინააღმდეგის ელექტრონიკა ჰაერში, ზღავასა და ხმელეთზე. გარკვეული სიხშირის ტალღების კონა ელექტრომოწყობილობებზე უროს დარტყმასავით მოქმედებს. კომპიუტერები „ეკიდება“, დამიზნების სისტემები ფუნქციონირებას წყვეტს. იმპულსს შეუძლია ფიზიკურად გაანადგურის, ანუ დაწვას მიკროსქემები.

შევნიშნავთ, რომ ამ დროისათვის რუსეთში დისტანციური განაღმვის კიდევ უფრო მძლავრი მანქანა „გვიდონის“ გამოცდა მიმდინარეობს.   

მთავარი თემები