17:55 08 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4463
  • 100 RUB4.2402
  • USD3.0552
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
97 0 0

ფულადი გადარიცხვების სისტემები მიმდინარე გაზაფხულზე ტრანსსასაზღვრო ნაკადების მოცულობის შემცირებას აფიქსირებს. რუსეთიდან ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში გადარიცხვები ზოგ კომპანიაში 50%-ით შემცირდა.

მარია ნაუმენკო

ასეთი მაჩვენებლები იმითაა განპირობებული, რომ შრომითი მიგრანტების ნაწილი პანდემიის გამო სამშობლოში დაბრუნდა, ან უმუშევარი დარცა რუსეთში. რა ხდება ახლა ფულადი გადარიცხვების ბაზარზე და როგორია საკვანძო მოთამაშეების პროგნოზები სფეროს აღსადგენად? 

აპრილში გადარიცხვების მოცულობა განახევრდა

აპრილში ბაზარმა რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში სტრანსსასაზღვრო გადარიცხვების არსებითი დაცემა განიცადა. თუ მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირება მხოლოდ 5-10%–ს შეადგენდა, უკვე აპრილში, სერვის „ოქროს გვირგვინი – ფულადი გარაიცხვების“ დირექტორის, ივან სიტნოვის თქმით, 50%-ს მიაღწია. მაისის მაჩვენებლები კი უკვე აღწევს 25-30%-ს.

მსგავსი ტენდეცია დააფიქსირა „ ოინისტრიმმაც“. როგორც საერთაშორისო ფულადი გადარიცხვების საერთაშორისო სისტემის პრეზიდენტმა ქსენია ჩერნიშევამ აცნობა Sputnik–ს, 2020 წლის აპრილში ფულადი გადარიცხვების მოცულობა, მარტის მაჩვენებლებთან შედარებით, 34%-ით დაეცა. მაისში კი, აპრილთან შედარებით, მოცულობის დაახლოებით 10%-ით ზრდა შეინიშნებოდა.

„რუსეთიდან ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების ლომის წილი — ეს არის ფული, რომელსაც მიგრანტები გამოიმუშავებენ და ოჯახებს უგზავნიან სამშობლოში. მარტში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება ისეტი მწვავე არ იყო, საწარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი ფუნქციონირებდა, აპრილში კი მუშაობა შეწყვიტეს. ბევრი უცხოელი იძულებული გახდა, ან თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო, ან ერთ ადგილას მჯდარიყო და დალოდებოდა.  ანუ მათ სახლებში გასაგზავნი არაფერი ჰქონდათ“, — განმარტა კომპანია „ფინამის“ ანალიტიკოსმა ალექსეი კორენევმა.

Western Union–ის პრესამსახურში კი აღნიშნეს, რომ აპრილში, მართთან შედარებით, გადარიცხვების შემცირება შეინიშნებოდა და ეს პროცესი ახლაც გრძელდება.

„ფიზიკური პირების მიერ ერთმანეთისთვის გადარიცხვების მოცულობა COVID-19–ის გამო 21%-ით შემცირდა, მარტში ეს მაჩვენებელი 30% იყო.  სიტუაციის გაუმჯობესება აპრილში გამოწვეულია პოზიტიური ტრენდებით რიტეილურ ქსელში და ასევე  ციფრული ფულადი გადარიცხვების 77%-იანი ზრდით. მასიში Western Union–ი კვლავინდებურად აფიქსირებს პოზიტიურ დინამიკას ფიზიკური პირების გადარიცხვების მხრივ“, — აცხადებენ კომპანიაში. 

დარტყმა ქვეყნების ეკონომიკაზე

„დსთ–ის ქვეყნების უმეტესობისთვის რუსეთიდან ფულადი სახსრების მიღება — ეს  ბიუჯეტის არსებითი შევსებაა. ეს ვალუტა ეხმარება მათ, კვლავაც განახორციელონ რაღაც სახის სავაჭრო ოპერაციები. ამიტომ ქვეყნებისთვის, რომლებითვისაც ფულადი გზავნილები დიდ როლს ასრულებს (პირველ რიგში, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთისთვის), მოსალოდნელი სახსრების შეჩერება დიდი დარტყმაა ეკონომიკისთვის“, — ასკვნის სიტნოვი. 

რუსეთი ეკონომიკაზე კი, მისი თქმით, ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების მოცულობის შემცირებას პრაქტიკულად არ მოუხდენია გავლენა. 

რა აღადგენს სფეროს

ივან სიტნოვის აზრით, ფულადი გადარიცხვების ბაზრის აღდგენაზე ორი ფაქტორი მოახდენს გავლენას: ფიზიკური პირების მომსახურების პუნქტების გახსნა და საერთაშორისო ავიაფრენების აღდგენა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მაისში მოსკოვში ზოგი საკარანტინო შეზღუდვა იხსნება, სულ უფრო მეტი პუნქტი იწყებს მუშაობას, შეინიშნება გარკვეული ზრდა. რაც შეეხება საზღვრებს ისინი ი მ სეზონის დასაწისში ჩაიკეტა, როცა ხალხი რუსეთში უნდა ჩამოსულიყო სამუშაოდ. როგორც კი საზღვრები გაიხსნება, სიტუაცია გაუმჯობესდება. როდის მოხდება ეს — ერთი თუ ორი თვის შემდეგ — ამის თქმა ძნელია. ყველაფერი დამოკიდებულია კორონავირუსზე“, — მიაჩნია „ოქროს გვირგვინის“ წარმომადგენელს. 

ალექსეი კორენევის ვარაუდით, „ფულადი გადარიცხვების სეგმენტი საკმაოდ სწრაფად შეძლებს ძველ მაჩვენებლებზე დაბრუნებას, როგორც კი შრომის ბაზარი აღდგენას დაიწყებს“.

„ახლა სრულად ამოქმედდება მშენებლობები, გზების რემონტები. მუშახელი საჭიროა. და რახან ისინი საჭიროა, მიგრანტები ისევ დაბრუნდებიან რუსეთში. თუმცა შრომის ბაზარი შესაძლოა შესამჩნევად შეიცვალოს“, — ამბობს ანალიტიკოსი.

მისი აზრით, თუ პანდემიამდე რუსეთის მოქალაქეებისთვის მძიმე ფიზიკურ შრომასთან დაკავშირებული პროფესიები არაპოპულარული იყო, და ეს სამუშაო ადგილები უცხოელებს ხვდებოდა, ახლა ჩამოსულები შეიძლება კონკურენციას შეეჯახნენ — რუსეთის მოქალაქეები იმ ვაკანსიების მიღებას მოისურვებენ, რომლებზე მოთხოვნაც მანამდე მხოლოდ შრომით მიგრანტებს შორის არსებობდა. 

მთავარი თემები