Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19-ის სულ სხვა მხარე: პანდემიის მოულოდნელი სიკეთეები მსოფლიოსა და საქართველოსთვის

© Sputnik / STRINGERთბილისის ქუჩები კარანტინისას
თბილისის ქუჩები კარანტინისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედამიწაზე "დაუპატიჟებელი სტუმრის" COVID-19-ის გამოჩენამ პლანეტის ცხოვრება, პირდაპირი გაგებით, რაღაც დროით შეაჩერა.

ვირუსთან ბრძოლის იარაღად ბევრმა ქვეყანამ უამრავი შეზღუდვა დააწესა — შეწყვიტა წარმოებები, შეზღუდა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო სატრანსპორტო მოძრაობა... შედეგად - მსოფლიო ნამდვილი საოცრებების მომსწრე გახდა.

პირველად ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ექსპერტებმა ჩინეთში ჰაერის ხარისხი შეაფასეს როგორც კარგი. NASA-ს იანვარ-თებერვლის ფოტოებზე კარგად ჩანს სხვაობა ატმოსფეროში აზოტის ორჟანგის შემცველობის მიხედვით.

​იტალიაში კი, კერძოდ, ვენეციაში ჰაერის გარდა არხებში წყალიც დაიწმინდა, რომელიც მანამდე უამრავი გონდოლისა და ურიცხვი დამთვალიერებლის გამო ჭაობს ჰგავდა.

ჰაერი გაიწმინდა საქართველოშიც, რასაც მოსახლეობაც ამჩნევს და ეკოლოგებიც ადასტურებენ.

ამის თვალნათელი მაგალითია მცხეთა. საქართველოს ძველი დედაქალაქი იმდენად პოპულარული იყო არა მხოლოდ ტურისტებს შორის, არამედ მკვიდრ მოსახლეობაშიც, რომ მანქანების გამონაბოლქვის შედეგად ქალაქზე ჩამოწოლილ სმოგს ვერც ზვიადი მთები უმკლავდებოდნენ და ვერც არაგვი და მტკვარი.

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები მცხეთაში
COVID-19-ის სულ სხვა მხარე: პანდემიის მოულოდნელი სიკეთეები მსოფლიოსა და საქართველოსთვის - Sputnik საქართველო
ტურისტები მცხეთაში

ნანი კვინიკაძე დიდი ხანია მცხეთაში ცხოვრობს. ქვეყანაში ტურიზმის განვითარების პარალელურად მოგზაურებით სავსე ავტობუსები სულ უფრო ხშირად ჩერდებოდნენ მისი სახლის გადასწვრივ. ასეთი გაჩერებების რაოდენობა დღეში რამდენიმე ასეულს აღწევდა.

„ეზოში დგას ალუჩა, ბროწეული, მუშმალა, ხურმა, დაფნა და ბევრი ყვავილი. მას შემდეგ, რაც ჩვენს ქალაქში ტურისტების ნაკადი მომრავლდა, ავტომობილების მავნე გამონაბოლქვმა გარემო გაანადგურა. ხეები პრაქტიკულად აღარ ისხამს, ფოთლებს მავნებელი გაუჩნდა“, — უთხრა ნანი კვინიკაძემ „Sputnik-საქართველოს“.

ახლა კი, თითქმის ერთი თვეა, მცხეთის მოსახლეობა სულ სხვა ჰაერს სუნთქავს. კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ აღარც მანქანები მოძრაობს და აღარც ტურისტები. და მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს, ნანის სჯერა, რომ სუფთა ჰაერის წყალობით იმუნიტეტის დონე აიწევს, რომელიც ორგანიზმს დაავადებისგან დაიცავს და იოლად გაუმკლავდება ვირუსს ინფიცირების შემთხვევაში.

ზოგი ჭირი მარგებელია

პანდემიამდე კიდევ უფრო უარესი ვითარება იყო თბილისში. ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროები დედაქალაქში — ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი, ქაოსური მშენებლობები, სამშენებლო და ბუნებრივი მტვერია. ქალაქში არასაკმარისი გამწვანებაა, არ ირწყვება ქუჩები, საწვავის ხარისხიც ეჭვს იწვევს, ხშირად იწელება გზების შეკეთების პროცესი.

© Sputnik / STRINGERთბილისი კარანტინში: როგორ გამოიყურება დაცარიელებული ქალაქი - ვიდეო დრონიდან
COVID-19-ის სულ სხვა მხარე: პანდემიის მოულოდნელი სიკეთეები მსოფლიოსა და საქართველოსთვის - Sputnik საქართველო
თბილისი კარანტინში: როგორ გამოიყურება დაცარიელებული ქალაქი - ვიდეო დრონიდან

დღეს კი დაბინძურების ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება დროებით ამოვშალოთ სიიდან — ქალაქში ძალიან ცოტა ავტომობილი მოძრაობს, ქუჩები კი საგულდაგულოდ ირეცხება და დეზინფექციაც უტარდება.

სტატისტიკა კი საკმაოდ სავალალოა: ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებისგან საქართველოში დაახლოებით შვიდი ათასი ადამიანი იღუპება, მათ შორის, რვა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი. ამასთან, ქვეყნის მოსახლეობა არ აღემატება 3,7 მილიონს.

„რასაკვირველია, ამაზე აქტიურად უნდა ვისაუბროთ — ჰაერი ახლა გაცილებით სუფთაა და ეს ბუნებრივია. თბილისი იხრჩობოდა გაუმართავი მანქანების გამონაბოლქვით. ახლა მანქანები იშვიათად მოძრაობენ. ასე რომ, როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ტოქსიკოლოგმა ინგა ღვინერიამ.

სიხარული ნაადრევია

ეკოლოგი ნინო ჩხობაძე ეთანხმება მოსაზრებას, რომ მსოფლიოში კორონავირუსით გამოწვეული ცვლილებების შემდეგ დედამიწამ „ამოისუნთქა“ — მუშაობა შეწყვიტეს ატმოსფეროს ძირითადმა დამბინძურებლებმა, მაგრამ ეკოლოგი არ არის დარწმუნებული, რომ ეს მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდება.  

© video: Ruptlyთბილისს დეზინფექცია ჩაუტარდა: როგორ ებრძვიან კორონავირუსს საქართველოს დედაქალაქში
COVID-19-ის სულ სხვა მხარე: პანდემიის მოულოდნელი სიკეთეები მსოფლიოსა და საქართველოსთვის - Sputnik საქართველო
თბილისს დეზინფექცია ჩაუტარდა: როგორ ებრძვიან კორონავირუსს საქართველოს დედაქალაქში

„მთავარი დამბინძურებელი, ბუნებრივია, ჩვენთან იყო ტრანსპორტი. შესაბამისად, იმის გამო, რომ ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, ქალაქში აშკარად ნაკლები ავტომობილი მოძრაობს, ბუნებრივია, შემცირდა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება... როგორც კი საგანგებო ზომები დასრულდება, ყველაფერი ამოძრავდება, ამიტომ ეს პრობლემის მოგვარება არ არის“, — განუცხადა ჩხობაძემ „Sputnik-საქართველოს“.

რამდენ ხანს არ დავაბინძურებთ ატმოსფეროს ჩვეული ტემპით, რთული სათქმელია. ხელისუფლებაც და რიგითი მოქალაქეებიც მოუთმენლად ელიან კორონავირუსული კოშმარის დასრულებას, რომელიც მოსახლეობას სერიოზული ეკონომიკური პრობლემებით ემუქრება. კოლოსალური ფინანსური ზარალის ასანაზღაურებლად კი ეკონომიკის სტიმულირების ყველა მექანიზმი მთელი ძალით ამოქმედდება, რაც ეკოლოგიას იმაზე მეტად დააზიანებს, ვიდრე ეს COVID-19-მდე იყო.

თუმცა ყველა ასე არ ფიქრობს. ტოქსიკოლოგი ინგა ღვინერია ოპტიმისტურადაა განწყობილი.

„ხალხი რეგიონებში დაბრუნდა, თავიანთ სახლებში, სოფლის მეურნეობას მოჰკიდა ხელი. სავსებით შესაძლებელია, ისინი სერიოზულად დაფიქრდნენ იქ დარჩენაზე და აღარ გამოიწიონ დედაქალაქისკენ, რომელსაც მაინც არ შეუძლია სამუშაოთი და სტაბილური ანაზღაურებით ყველას უზრუნველყოფა“, — აღნიშნა ტოქსიკოლოგმა.

როგორც უნდა იყოს, ფაქტია, რომ ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ აღარ იქნება ისე, როგორც ადრე. და ეს კოშმარული გამოცდა კორონავირუსის სახით წარუშლელ კვალს დატოვებს მთელ კაცობრიობაზე, ადამიანები ღირებულებებს გადააფასებენ და, შესაძლოა, მომავალში უფრო მეტად გავუფრთხილდებით გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0