რას წერენ ქართული გაზეთები: რატომ უფასურდება ლარი ასეთი სისწრაფით

© photo: Sputnik / Stringerასლარიანი კუპიურები
ასლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რატომ უფასურდება ლარი ასეთი სისწრაფით და რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ კრიზისის დროს ქვეყნის ეკონომიკისა და მოსახლეობის მხარდასაჭერად – ერთ-ერთი მთავარი თემაა ქართულ პრესაში.

ქართული ეროვნული ვალუტა გაუფასურების მაჩვენებლით ლიდერობს მსოფლიოს 160 ქვეყანას შორის – ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ლარი დოლარის მიმართ თითქმის 20%-ით დაეცა, რაც გაცილებით აღემატება სხვა ვალუტების გაუფასურების ტემპებს. მეორე ადგილზეა ინდონეზიური რუპია (7.2%), მესამე ადგილზე კი ზამბიის კვაჩა (5,5%), წერს გაზეთი „რეზონანსი“.

პუტინმა G20-ის სამიტზე კორონავირუსის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები დაასახელა >>

მთავრობა და ეროვნული ბანკი ირწმუნებიან, რომ ლარის გაუფასურება უკავშირდება კორონავირუსს და რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე დევალვაციას.

„კორონავირუსი გლობალური გამოწვევაა და გლობალურ ეკონომიკას ურტყამს. საქართველო გლობალური მსოფლიო ეკონომიკის ნაწილია. ჩვენ არ ვართ იზოლირებულ კუნძულზე და, ცხადია, ყველა პრობლემა, რაც კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკაში იქმნება, ჩვენზეც აისახება. რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ერთ-ერთი ტენდენციაა, რომელიც ამ ახალმა, ჩვენთვის აქამდე უცნობმა გამოწვევამ მოიტანა. თქვენ გახსოვთ, რომ იქამდე, ვიდრე ეს გამოწვევა გაჩნდებოდა, ლარი საკმაოდ სტაბილური იყო“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

ლარის გაუფასურების დროს ყოველთვის ორი მიზეზი არსებობს: ერთი – საგარეო, ამ შემთხვევაში ეს არის ნავთობის მსოფლიო ფასები; მეორე – საშინაო, რაც პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე, მიიჩნევს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი.

„როდესაც ხელისუფლება აცხადებს, რომ ლარის გაუფასურება მხოლოდ და მხოლოდ საგარეო ფაქტორებს უკავშირდება, ეს არის ან უცოდინარობა, ან რაღაცის დამალვის მცდელობა“, – განაცხადა ჯიბუტმა.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საკრედიტო გარანტიები და შეღავათიანი გადასახადები: როგორ დაეხმარება მთავრობა მცირე ბიზნესს?

ლარის კურსის შესანარჩუნებლად სავალუტო ინტერვენციების პოლიტიკა, პროფესორის თქმით, რეზერვების უშედეგო ხარჯვაა. იგი თვლის, რომ ამ სიტუაციაში საჭიროა საგანგებო ბიუჯეტის მიღება.

ჯიბუტმა ასევე ჩამოთვალა ის მიმართულებები, რაზეც მთავრობა უნდა იყოს კონცენტრირებული ამ სიტუაციაში: გაუმკლავდეს კორონავირუსს; უზრუნველყოს სურსათის უვნებლობა, პროდუქტების ფიზიკური და ეკონომიკური ხელმისაწვდომობა; ელექტრონული მმართველობის ფუნქციონირების გაუმჯობესება; ეკონომიკური პოლიტიკის კორექტირება მინიმუმ ორი სცენარით – შეაჩეროს ეკონომიკური ზრდის ვარდნა და გადალახოს ეკონომიკური კრიზისი.

კორონავირუსი, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკას ასე მტკივნეულად დაარტყა, არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია, მიიჩნევს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი.

ხოლო ის, რომ ლარი სხვა ქვეყნების ვალუტებზე მეტად გაუფასურდა, ეროვნული ეკონომიკის სისუსტით და მისი დაბალი იმუნიტეტით აიხსნება.

„როდესაც არ არსებობს ეკონომიკური პოლიტიკა, კრიზისებს ვერ გაუმკლავდები და ლარი იმაზე მეტად უფასურდება, ვიდრე ეს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში იქნებოდა”, – განაცხადა ყიფიანმა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.

ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოამზადოს ფართომასშტაბიანი ანტიკრიზისული გეგმა, დაეხმაროს მოსახლეობის მოწყვლად ნაწილს, ეს კი დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანია, და ასევე განახორციელოს მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირება.

ზურაბ პოლოლიკაშვილი - Sputnik საქართველო
რა ელის მსოფლიო ტურიზმს კორონავირუსის პირობებში

„თუ ჩვენ გვექნება გადასახადების ლიბერალიზაცია, თუ მეტ სახსრებს დავუტოვებთ მცირე და საშუალო ბიზნესს, ისინი უფრო მეტი სამუშაო ადგილის შენარჩუნებას შეძლებენ”, – განაცხადა ეკონომისტმა.

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ კრიზისის დაძლევა შესაძლებელია ადგილობრივი წარმოების განვითარებით.

„ჩვენ ძალიან ვართ დამოკიდებული იმპორტზე, ამიტომ უნდა განვავითაროთ ადგილობრივი წარმოება, რათა ის ჩავანაცვლოთ. უნდა ავამოქმედოთ სოფლის მეურნეობა – ქვეყანას შეუძლია მარცვლეულის 70%-ის წარმოება, ჩვენ კი მხოლოდ 30%-ს ვაწარმოებთ. აგარაში შაქრის ქარხანა დახურულია, ხოლო მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასი 30%-ით გაიზარდა”, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატი არსებულ ვითარებაში გამოდის ინიციატივით – გაუქმდეს ისეთი კანონები, როგორიცაა „ეკონომიკური თავისუფლების აქტი", რომელიც სახელმწიფოს მიერ „ზედმეტი“ რაოდენობით სესხის აღებას კრძალავს. შიდა წარმოების დასაწყებად სესხის აღება აუცილებლად გახდება საჭირო.

ბავშვი ტელევიზორთან - Sputnik საქართველო
სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები პირდაპირ ეთერში ჩაუტარდებათ

„გლობალიზაცია, რომელიც არსებობდა, დასრულებულია და არასდროს აღარ აღდგება. თავისუფალი ვაჭრობა დასრულდა იმის გათვალისწინებით, რომ კრიზისის დროს ყველა იზოლაციონიზმის პოლიტიკას ირჩევს”, – მიიჩნევს დეპუტატი.

მისი თქმით, ბიუჯეტში შევა ცვლილებები და იგი მიიჩნევს, რომ სოციალური ხარჯები დოკუმენტში უნდა გაიზარდოს, რადგან სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კომპენსაციების ანაზღაურება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს.

„ფულადი ანაზღაურება უნდა იყოს არანაკლები საარსებო მინიმუმისა. საარსებო მინიმუმი განსაზღვრულია 190 ლარით, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან ნამდვილი საარსებო მინიმუმი დღეს მინიმუმ 390 ლარია", – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

გაზეთ „რეზონანსის“ და „ახალი თაობის“ მასალების მიხედვით

ყველა ახალი ამბავი
0