20:22 31 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
1308132

მართალია, დაძაბულობამ აშშ-სა და ირანს შორის საწვავის ფასი შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს, მაგრამ ეს ნამდვილად არ იქნება საქართველოს ხელისუფლების დამსახურება.

მთავრობამ, რაც შეეძლო, ის შეღავათები თავად აამოქმედა და ავტოტრანსპორტთან დაკავშირებული რეგულაციების ნაწილის ამოქმედება გადადო. მძღოლები ამით გახარებული არიან და ტაქსების ფასებიც ძველ ნიშნულს დაუბრუნდა.

რა რეგულაციები შევიდა ძალაში 2020 წლის 1 იანვრიდან

ამიერიდან გაზზე მომუშავე ავტომობილების მძღოლები ვალდებული არიან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს თან იქონიონ თხევადი აირის ბალონის და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი. გათხევადებული აირის აირბალონები 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო თხევადი აირის სისტემა 3 წელიწადში ერთხელ შემოწმდება.

საგადასახადო კოდექსში საქართველოს პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებების თანახმად, სასიამოვნო სიახლეა სპორტული ავტომობილების მფლობელთათვის. ისინი აქციზის გადასახადს ფიქსირებულად გადაიხდიან 100 ლარის ოდენობით, განურჩევლად მანქანის წლოვანებისა და ძრავის მოცულობისა.

ახლა კი იმის შესახებ, რა ვალდებულებების გადავადების გადაწყვეტილება მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

ზოგადად, დაგეგმილი იყო, რომ კატალიზატორის ვარგისიანობა ყველა ავტომობილს დაედასტურებინა. საქართველოში კი ავტომობილების მხოლოდ 30 პროცენტია ახალი. დანარჩენებს კატალიზატორი ან არ აქვთ, ან მწყობრიდანაა გამოსული. ის კი 800 ლარამდე ღირს. სამინისტროს ინფორმაციით, კატალიზური კონვერტორის არსებობის ვალდებულება გავრცელდება მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოში პირველ რეგისტრაციას გაივლიან 2020 წლის 1 აპრილიდან.

რაც შეეხება 2020 წლის 1 აპრილამდე რეგისტრირებულ ტრანსპორტს, მათ გამონაბოლქვის კონტროლი ეტაპობრივად გაუმკაცრდებათ ბრუნების მიხედვით. კერძოდ, 1 აპრილიდან 31 დეკემბრამდე – მაღალ ბრუნზე და უქმ სვლაზე 0,7%. 0,6% – მაღალ ბრუნსა და უქმ სვლაზე 2021 წელს, ხოლო 0,5% უქმ სვლაზე და 0,3% მაღალ ბრუნზე – 2022 წლიდან.

2021 წლის 31 დეკემბრამდე გადაიწია M1 (არაუმეტეს 8 ადგილისა) და N1 (სატვირთო არაუმეტეს 3,5 ტ) ტიპის  ავტომობილებისთვის მანქანაში ცეცხლმაქრის, ამრეკლავი სამკუთხედის, სამედიცინო სააფთიაქო ყუთის არსებობის და ხმაურის დონის ვალდებულებამ.

2019 წელს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება საქართველოში მილიონზე მეტმა ავტომობილმა გაიარა და მათგან 47 პროცენტი დახარვეზდა, 2000-მდე ავტომობილს კი საერთოდ აეკრძალა გადაადგილება. ასე რომ, ეკოლოგიური სტანდარტები, ავტომობილების სიმრავლის მიუხედავად, საქართველოშიც ნელ-ნელა ინერგება.

მთავარი თემები